fbpx

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Product Tank Tbilisi გაიმართება


გააზიარე სტატია

 

საქართველოს ბანკი სტარტაპების მხარდაჭერის მიზნით მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიებების პარტნიორია. ბანკის ჩართულობით Product Tank Tbilisi-ს წლევანდელ შეხვედრაზე 3 ქართული სტარტაპი წარდგება, რომლებმაც უკვე გაიარეს 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამა საქართველოში. მათ ასევე, მონაწილეობა მიიღეს სან-ფრანცისკოში 2-კვირიან სააქსელერაციო პროგრამაში, რომლის მიზანიც სტარტაპების გლობალური ხედვის განვითარება და მათი ქვეყნის საზღვრებს მიღმა  ხელშეწყობაა.

 

26 ნოემბერს  Product Tank Tbilisi-ის სპიკერები იქნებიან:

  • გეგა წურწუმია, Payze-ს თანადამფუძნებელი და თანადირექტორი;
  • ვანო ჩალაძე, Cargon-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
  • დავით ყაველაშვილი, Digital Area-ს უფროსი  მენეჯერი.

შეხვედრას მოდერატორობას ნოდო ივანიძე, WiFisher-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გაუწევს. 

Startup Büro და ProductTank Tbilisi თავის პარტნიორებთან ერთად აქტიურად განაგრძობს პროდუქტ-ქომუნითის გაერთიანებას,  რომ პროდუქტ-მენეჯმენტი, როგორც კარიერა, კიდევ  უფრო მნიშვნელოვანი გავხადოთ. ჩვენი არაფორმალური შეხვედრების სერია, მისი კონტენტი და პრემიუმ-სპიკერები გრძელვადიან პერიოდში ტექნოლოგიური სტარტაპ-ეკოსისტემის ზრდასა და გაძლიერებას მოემსახურება“, – განაცხადა გური ქოიავამ, სტარტაპ-ბიუროს თანადამფუძნებელმა და ProductTank Tbilisi-ის თანაორგანიზატორმა. 

May be an image of one or more people

„საქართველოს ბანკის ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ სტარტაპებს სამომავლო განვითარებისთვის.  ამის ნათელი მაგალითია ის პროექტები, რომელსაც ჯგუფი ამ მიზნით ახორციელებს. სწორედ ასეთი პროექტის 500 Georgia-ს ორი გამარჯვებული სტარტაპი გაუძღვება შეხვედრას. ისინი სტუმრებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ  როგორც საქართველოში, ასევე სილიკონ ველზე.  ვფიქრობთ,  ეს თემა განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვინც აქსელერაციის პროგრამაში ჩართვას და საკუთარი საქმიანობის მასშტაბურ ზრდაზე  ფიქრობს. საქართველოს ბანკის ჯგუფი აგრძელებს ქართული სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების მიზნით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას, რადგან გვჯერა, რომ მსგავსი ღონისძიებები სტარტაპისთვის ზრდისა და სამომავლო განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა“,- განაცხადა ანდრო რატიანმა, საქართველოს ბანკის ჯგუფის ინოვაციების ხელმძღვანელმა.

 

ProductTank-ზე დასწრება უფასოა და ის 26 ნოემბერს, 19:00 საათზე მოძრაობის თეატრში (აღმაშენებლის გამზირი 182) გაიმართება. თუმცა უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინებით  ღონისძიება მხოლოდ 100 დამსწრეს უმასპინძლებს.

  • მსურველებმა დასწრება უნდა დაადასტურონ შემდეგ ბმულზე:  https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/
  • მსურველები უნდა იყოთ სრულად ვაქცინირებული ან წარმოადგინოთ სწრაფი/PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.
  • არ დაგავიწყდეთ პირბადეები, შორიდან მისალმება და დისტანციის დაცვა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.