საპროტესტო აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის!“ – ფოტორეპორტაჟი
გააზიარე სტატია
12 მაისს, 3 საათზე, რუსთაველის გამზირზე გაიმართა აქცია, რომელიც 12 მაისს, გამთენიისას თბილისის ღამის კლუბებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფების მიერ განხორციელებულ დარბევებს აპროტესტებდა.
როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფები გვიან ღამით შეიჭრენ ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“, სადაც, მათივე მონაცემებით, რამდენიმე ნარკორეალიზატორი აიყვანეს.
მთელი ღამის განმავლობაში, ხსენებული კლუბების მიმდებარედ პოლიცია ძალის გამოყენებით შლიდა ადგილზე მყოფ ახალგაზრდებს და ისინი დილამდე განყოფილებებში გადაყავდა.