ლევაუ შველიძის ახალი, გაზაფხული/ზაფხული 2022 სეზონის კოლექცია
დიზაინერმა ლევაუ შველიძემ სოციალურ ქსელში ახალი, გაზაფხული/ზაფხული 2022 სეზონის კოლექცია წარადგინა. უნისექს სამოსი LGBTQI+ community მხარდასაჭერად შეიქმნა.
ლევაუ შველიძე: „მსოფლიოში გარემოს დაბინძურებაში მოდა მეორე ადგილზეა. ამიტომ მინდოდა ეკომეგობრული კოლექცია გამეკეთებინა. გამოყენებული მაქვს “upcycling”, “recycling” მეთოდი. ვეძებდი ისეთ მეორად მასალებს რომელსაც გამოვიყენებდი ახლიდან. ასევე მაქვს ლადო ბოკუჩავას და ალექსანდრე ახალკაციშვილის სტოკის რამდენიმე ქსოვილი, რომლებიც მათთვის „გამოუყენებელი ნაგავი“ ჩემთვის კი – სამუშაო მასალა, მადლობა მხარდაჭერისთვის მათ.“
კოლექცია სრულად ეკომეგობრულია, რომელშიც წინა სეზონებისგან განსხვავებით სხვადასხვა პრინტები გვხვდება.
დიზაინერმა ინსპირაცია არაერთი წყაროდან მიიღო. ესენია: თანამედროვე ვირტუალური სამყარო, 3D არტისტები, ანიმეები, კომპიუტერული თამაშები, სექსუალური ფეტიშები და პარაფილიები; გოთიკური არქიტექტურა, ინტერიერი, ფერწერა; თანამედროვე პოპკულტურა და ფილმები.
Lookbook SS22
Designer: levau shvelidze
creative direction, styling, casting: matt shally & levau shvelidze
photo: levan leko tchkonia
makeup: makeupinstitutegeorgia, Salome Gogritchiani, natiakhubulurii
models: kungfumaster_, euphoralite_, anoovachnadze, lile, troublemakerz_agency










