fbpx

IZIPIZI წარმოგიდგენთ კინოარჩევანს – 7 ფილმი ტუსასგან და ლეასგან


გააზიარე სტატია

“იზიპიზის”  სათვალეები მრავალფეროვანიცაა  და მრავალფუნქციურიც. მზისგან დამცავი, ეკრანის, საკითხავი, მოზარდებისთვის, ბავშვებისთვის… ჩამონათვალი დიდია, არჩევანი კი თქვენს საჭიროებასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული.

მუსიკოს ტუსა ბერიძის  და მისი მშვენიერი ქალიშვილის, ლეას ერთად საყურებელი ფილმების არჩევანს IZIPIZI-ს ეკრანის სათვალეებით წარმოგიდგენთ

 

ჩემი მეზობელი ტოტორო 

ჩემი მეზობელი ტოტორო (1988 წელი) ჰაიაო მიაძაკის სრულმეტრაჟიანი ანიმაციაა. 

მამა თავის ორ ქალიშვილთან ერთად სოფელში, ახალ სახლში გადადის საცხოვრებლად. ოჯახის უმცროსი წევრი ტყეში ზღაპრულ, ფუმფულა არსებას პოულობს, რომელსაც ტოტოროს არქმევს და უფროს დასს აცნობს. ტოტორო და ტყის სხვა არსებები გოგონების ზაფხულის არდადეგებს დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევენ. 

 

იურული პარკი 

სტივენ სპილბერგის სამეცნიერო ფანტასტიკა. ფილმი განსაკუთრებით უყვართ მათ, ვისაც ყოველთვის აინტერესებთ დინოზავრების ნახვა დღევანდელ რეალობაში.  

მთავარი გმირები კუნძულ ისლა ნუბლარს სტუმრობენ, რომელიც დინოზავრებით დასახლებულ  უზარმაზარ პარკს წარმოადგენს და სტუმრებს დიდი ხნის გადაშენებული არსებების ნახვის საშუალება ეძლევათ, ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივ ზოოპარკში. მაგრამ დინოზავრები არ არიან ჩვეულებრივი ცხოველები და იურული პარკი არ არის ჩვეულებრივი პარკი, ნელ-ნელა ყველაფერი მწყობრიდან გამოდის და სიუჟეტი იძაბება. 

 

იურული სამყარო 

იურული სამყარო  (2015 წელი) იურული პარკის სერიების გაგრძელებაა – კვლავ დინოზავრებითა და მსგავსი სიუჟეტური ხაზის განვითარებით. 

 

არიეტის საიდუმლო სამყარო

კიდევ ერთი, 2012 წელს გამოშვებული იაპონური ანიმაციაა. მთავარი გმირი აქაც ბავშვია –  ბიჭი, სახელად შო. მაგრამ ის არ ჰგავს სხვა ბავშვებს. მუდამ ერთ დიდ სახლში სრულიად მარტო ატარებს ზაფხულის ცხელ დღეებს და არ ტოვებს იქაურობას. შო მიჩვეულია ამგვარი ცხოვრების სტილს, მას ხომ ჯანმრთელობის პრობლემები დიდი ხანია აწუხებს და დიდ დროს მარტოობაში ატარებს. ძველ სახლში შო უცნაური მოვლენების მომსწრე ხდება, მალე დიასახლისისაგან ლეგენდასაც ისმენს პატარა ადამიანების შესახებ, რომლებიც ჩუმად დაძვრებიან სახლში და საჭმელსა და სხვა ნივთებს იპარავენ. შო შეძლებს პატარა ადამიანების ოჯახის აღმოჩენას, რომელიც ყველანაირად ცდილობს თავიანთი არსებობა სხვებისთვის დაფარული დარჩეს. პატარა ადამიანების ოჯახში მისი თანატოლი გოგონა, არიეტი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ და არიეტი მხოლოდ ბიჭის ნეკა თითის ხელაა, ისინი მაინც ძალიან ჰგვანან, ორივე ხომ სრულიად მარტოა და  მალე ეს მსგავსება მეგობრობის მიზეზად იქცევა. 

 

მოჩვენებებით გატაცებული 

ჰაიაო მიაძაკის ალბათ ყველაზე ცნობილი ანიმაცია. ბავშვობაში ალბათ ბევრისთვის საშიში, მაგრამ შემდეგ ყველაზე საყვარელ ფილმად ქცეული ჩიჰიროს თავგადასავალი, რომელიც მოულოდნელად უცნაური არსებებისა და მოჩვენებების სამყაროში ხვდება. გოგო სრულიად მარტო რჩება მისთვის უცხო და საშიშ გარემოში და საკუთარი თავისა და მშობლების დახსნის პასუხისმგებლობა ეკისრება, თითქოს ბავშვობა სრულდება და ზრდასრული, რთული ცხოვრება იწყება.

ანიმე სავსეა ფერადი, მაგრამ საშიში არსებებით და მოულოდნელი შეხვედრებით, რომლებიც საბოლოოდ ბედნიერ დასასრულში გადაიზრდება. 

 

E.T.

კიდევ ერთი სტივენ სპილბერგის სამეცნიერო ფანტასტიკა, წინა თაობის წარმომადგენლებისათვის ალბათ ყველაზე საყვარელი ბავშვობის მოგონება – უცხოპლანეტელისა და ადამიანის დამეგობრების ისტორიაა. 

 

ენი

მიუზიკლი, რომელიც ობოლი გოგონას, ენის თავგადასავალს გვიყვება. როგორ იცვლება მისი ცხოვრება თავშესაფრის დატოვების შემდეგ და რამდენი დაუჯერებელი ამბავი შეიძლება გადახდეს ადამიანს, რომელიც ყოველთვის ელოდება ხვალინდელ დღეს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.