გოგი ალექსი-მესხიშვილის სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში
უილიამ შექსპირი – „მეფე ლირი“, ეჟენ იონესკო – „მარტორქა“, არისტოფანე – „ლისისტრატე, რუჯერო ლეონკავალო – „ჯამბაზები“, ანტონ ჩეხოვი – „ალუბლის ბაღი“, ვოლფგან ამადეუს მოცარტი – „ჯადოსნური ფლეიტა“ – ამ პიესებზე გოგი ალექსი-მესხიშვილის სკოლის მოსწავლეებმა ნამუშევრები შექმნეს.
მაკეტები, ინსტალაციები, ესკიზები და კოსტიუმები ახალგაზრდა ხელოვანებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში 16 დეკემბერს წარადგინეს.
გამოფენაზე წარმოდგენილ სცენოგრაფიულ პროექტებზე 8 ავტორი წელიწად-ნახევრის განმავლობაში მუშაობდა.
გამოფენა 15 იანვრამდე გაგრძელდება.
თანამედროვე დიზაინის სკოლა მხატვარმა გოგი ალექსი-მესხიშვილმა 7 წელია დააფუძნა. სკოლაში თეატრალური კოსტიუმი და კონსტრუირება, პიესა, მაკეტი, სივრცესთან მუშაობა, თეატრალური ტექნოლოგია და თანამედროვე ხელოვნების ისტორია ისწავლება.
აჩიკო შამახია
გიორგი გორგიაშვილი
ანტონ ჩეხოვი „ალუბლის ბაღი“- ელენე რუხაძე
არისტოფანე „ლისისტრატე“-თათია მოდებაძე
რუჯერო ლეონკავალო „ჯამბაზები“ – კატო გელაშვილი
„მომავლის ტრიპტიქი“ – ქეთევან გუნია
ეჟენ იონესკო „მარტორქა“- ქეთევან ნიკოლაძე
მარიამ ხარაიშვილი