fbpx

ერთგულის საახალწლო დღესასწაული დაიწყო!


გააზიარე სტატია

გადაიხადე მინიმუმ 10 ლარი 10-ჯერ და მიიღე 10 ერთგული ქულა საჩუქრად!

 

რატომ უყვართ თიბისის მომხმარებლებს ერთგული ბარათი? ამ შეკითხვაზე ბევრ პასუხს მოისმენთ, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც ერთი ფრაზა განმეორდება: იმიტომ, რომ ერთგულს საუკეთესო საახალწლო შეთავაზებები აქვს და ამ შეთავაზებებს ყოველ წელს, ახალ-ახალ პარტნიორ(ებ)თან ერთად აუმჯობესებს! გამონაკლისი არც წლევანდელი დეკემბერია…

ახლა  ისე, როგორც არასდროს – პანდემიით დასტრესილ  ადამიანებს ყველაზე მეტად გვჭირდება კარგი სიახლეებით გამოწვეული სიხარული, ნაძვის ხის ქვეშ დაწყობილი ფერად-ფერადი საჩუქრები, დიდი ხნის სურვილების ასრულება და ის ბედნიერი ქაოსი, რომელსაც შინ და გარეთ ნამდვილი ახალი წელი მოჰყავს. იმისათვის, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო სახალისო გახდეს და თითოეული საჩუქრის ყიდვამ კიდევ უფრო დიდი სიამოვნება მოგვანიჭოს, ერთგული მომხმარებლების საყვარელ აქციას აბრუნებს – თუ ერთგული ბარათით თიბისის ნებისმიერ ტერმინალზე მინიმუმ 10 ლარს გადაიხდით, მე-10 გადახდისას ბარათზე 10 ერთგული ქულა დაგერიცხებათ. თანაც, ამ შეთავაზებით სარგებლობას 10-ჯერ მაინც შეძლებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ერთგული ბარათით ხშირად ისარგებლებთ, ახალ წლამდე შეიძლება 100 ქულაც კი მოაგროვოთ! იმ შემთხვევაში კი, თუ მოახერხებთ და დღის განმავლობაში ამ ბარათით ყველაზე მეტჯერ ისარგებლებთ, ერთგულებისთვის მთელი 1000 ქულით დაჯილდოვდებით! ალბათ, იმის შეხსენება არც გჭირდებათ, რომ 1 ქულა 1 ლარია…

 

ყველაფერს ახლავე აგიხსნით: მოკლედ, თუ თიბისის ნებისმიერ ტერმინალზე ერთგული ბარათით მინიმუმ 10 ლარს გადაიხდით, მე-10 გადახდის შემდეგ ბარათზე 10 ქულა დაგიბრუნდებათ, ნაჩუქარი ქულების დახარჯვას კი ერთგულის პარტნიორ ობიექტებში შეძლებთ. ამ აქციით სარგებლობა მაქსიმუმ 10-ჯერ შეგიძლიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯამში 100 ქულას მოაგროვებთ.  თუმცა, ეს ყველაფერი არ არის! თუ დღის განმავლობაში ერთგული ბარათით ყველაზე მეტ ტრანზაქციას შეასრულებთ, დღის ბოლოს 1000 ქულა დაგერიცხებათ! ეს კი საშუალებას მოგცემთ ერთგულის პარტნიორებისგან 1000 ლარის პროდუქცია სრულიად უფასოდ, ნაჩუქარი ქულებით შეიძინოთ!

და ვინ არიან ერთგულის პარტნიორები? მნიშვნელობა არ აქვს, ქუჩაში იქნებით თუ სავაჭრო ცენტრში – საითაც  უნდა გაიხედოთ, ერთგულის პარტნიორ ობიექტებს ყველგან შენიშნავთ! თუ ტანსაცმელს ან ფეხსაცმელს ეძებთ, თქვენს განკარგულებაში იქნება ყველასათვის საყვარელი “ჯინსის გალერეა”, ფექტორი”, “მავი” და თითქმის ყველა საერთაშორისო ბრენდი. თუ საჩუქრად სუნამოს ეძებთ, “ვულე ვუ”, “ისი პარი” და “ლუტეცია” სრული ასორტიმენტითა და საახალწლო სიურპრიზებით დაგხვდებიან. თუ არჩევანს სამკაულზე, საათსა ან სხვა აქსესუარზე შეაჩერებთ, საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში “თაიმი”, “დელფოსი”, “კენარი”, “რონიკო”, “პანდორა” და სხვა ბრჭყვიალა მაღაზიები დაგეხმარებიან; პარტნიორების სრულ სიას ერთგულის ვებგვერდზე გაიცნობთ.

 

 

წინა წლების მსგავსად, ერთგული და “სუპერი” ისევ საუკეთესო მეგობრებად რჩებიან და შეთავაზებებიც საუკეთესო აქვთ: გარდა იმისა, რომ მინიმუმ 10 ლარის 10-ჯერ გადახდის შემდეგ 10 ქულა აქაც დაგიბრუნდებათ, სუპერელფები კიდევ ერთი ტრადიციული საჩუქრით გაგახარებენ: თუ ერთგულ ქულებს “სუპერის” რომელიმე მაღაზიაში დახარჯავთ, გადახდილი ქულების 50% უკან დაგიბრუნდებათ! გამოდის, რომ საახალწლო დეკორაციებს, სახლისათვის საჭირო ყველა ნივთს, ჭურჭელსა თუ სათამაშოს ნახევარ ფასად შეიძენთ! მსგავსი სიახლე იმოქმედებს ასევე მაღაზიაში “XS Toys”, სადაც ქულების 50% იმ შემთხვევაში დაგიბრუნდებათ, თუ ერთდროულად მინიმუმ 100 ლარის სათამაშოს იყიდით. მოკლედ, ერთგულსა და მის პარტნიორებთან ერთად,  თითოეული დიდი თუ პატარა შენაძენი მომგებიანი იქნება, ეს კი მოწყენილ სახეებზე ახალი წლის მონატრებულ განწყობას დააბრუნებს და “ერთგულ ადამიანებს” ყველა სასურველი საჩუქრის შეძენაში დაეხმარება.

ყველაფერი, რაც  გჭირდებათ ერთად არის თავმოყრილი იმ სუპერ- თუ ჰიპერმარკეტებშიც, სადაც ერთგული ბარათის აქციები ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს. „კარფურში“, „აგროჰაბსა“ და „სმარტში“ საახალწლო სუფრის აბსოლუტურად ყველა ინგრედიენტს მიაგნებთ, მაგრამ თუ შინ საჭმლის მომზადება გეზარებათ, მარკეტებში მზა საკვების შეძენასაც შეძლებთ. 

 

 

ერთგული მაშინაც დაგასაჩუქრებთ, თუ, მაგალითად, წინასაახალწლოდ ქალაქიდან წასვლას დააპირებთ და გზად “ვისოლისა” და/ან “გალფის” სადგურებზე შეივლით; ან სულაც – თუ ახალ წლამდე დარჩენილი დღეების ათვლას “კავეას” კინოთეატრებში გადაწყვეტთ.

ქულების დაგროვება და დახარჯვა შეგიძლიათ “ბიბლუსშიც”, სადაც საახალწლო საჩუქარს ნებისმიერი სქესის, ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის მიაგნებთ. მნიშვნელობა არ აქვს, ახალ-ახალი ავტორების აღმოჩენა გიყვართ, ძველ კლასიკას ეძებთ,  ბავშვებისთვის საჩუქარი გჭირდებათ თუ უბრალოდ, საკანცელარიო ნივთები გაინტერესებთ – “ბიბლუსში” ყველაფერია, რაც “ერთგული შეთავაზებით” სარგებლობაში ერთხელ კი არა, ბევრჯერ დაგეხმარებათ. მთავარია, არ დაივიწყოთ ის, რომ 10 ლარი 10-ჯერ მაინც უნდა გადაიხადოთ იმისათვის, რომ დაპირებული 10 ქულა უკან დაგიბრუნდეთ. 

 

თუ ერთგული ბარათი ჯერ არ აგიღიათ და ამ და სხვა საჩუქრების შესახებ მეტის გაგება გსურთ, ვებგვერდზე ყველაფერი დეტალურად და გასაგებად წერია. მოყოლილს კი ყოველთვის გამოცდილი სჯობს. ამიტომ, ისღა დაგრჩენიათ, ერთგული ბარათი აიღოთ, საყვარელ ობიექტებს მიაკითხოთ, ჯადოსნური ძალები მოიკრიბოთ და მხოლოდ თქვენი კი არა, საყვარელი ადამიანების საახალწლო სურვილებიც სანტას ჩამოსვლამდე – აქ და ახლა აასრულოთ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.