fbpx

14 მაისი დილიდან


გააზიარე სტატია

 

შსს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინ აქციის მონაწილეების წარმომადგენლებს დღეს, დილის 10 საათზე შეხვდება და ყველა საკითხს მათთან ერთად განიხილავს

Image result for გახარია აქციაზე

გახარია დემონსტრანტებთან მას შემდეგ გამოვიდა, რაც მანამდე თეთრი ხმაურის მოძრაობის ლიდერმა მინისტრის დაპირებები გააჟღერა. გახარიამ აქციაზე მყოფ ადამიანებს ბოდიში მოუხადა 

 

კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარემ ქეით ბლანშეტმა, ჟიურის სხვა წევრებმა და კინოს სფეროში მოღვაწე ქალებმა მთელი მსოფლიოდან  კინოფესტივალზე ისტორიული, ქალების მარში მოაწყვეს

კანის 71-წლიან ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც 82-მა ქალმა წითელ ხალიჩაზე გენდერული თანასწორობის მოთხოვნით გაიარა.
წყარო: https://www.theguardian.com/

 

პროგრამის “გადაიღე საქართველოში” ფარგლებში საქართველოში ინდურ სერიალს, Inside Edge-ს გადაიღებენ

ტელესერიალის სიუჟეტი კრიკეტის სამყაროში, გუნდების მეპატრონეებისა და მათი ტოპ-მოთამაშეების მდიდრულ ცხოვრებაში ვითარდება, სადაც კრიკეტს მიღმა უფრო დიდი თამაშია, რომელსაც მხოლოდ სპორტსმენები არ თამაშობენ. ტელესერიალში მთავარ როლს ბოლივუდის ვარსკვლავი ვივეკ ობერო ასრულებს. სერიალის გადაღებები პირველ სექტემბერს დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში თბილისში, ბათუმსა და მის შემოგარენში გაგრძელდება.
წყარო: http://enterprisegeorgia.gov.ge

 

ტერი გილიამის ფილმი “კაცი, რომელმაც დონ კიხოტი მოკლა” კანის კინოფესტივალს დახურავს

ამ დრომდე ფილმის საავტორო უფლებებთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობდა, რის გამოც ეჭვქვეშ იდგა ისიც, საერთოდ გავიდოდა თუ არა კინოსურათი კანში. საბოლოოდ კი გადაწყვეტილება ფილმის ამჟამინდელი პროდიუსერისა და რეჟისორის სასიკეთოდ მიიღეს. რაც შეეხება ფილმს, 2000 წელს რეჟისორმა ტერი გილიამმა ამბიციური პროექტი დაიწყო, აპირებდა გადაეღო ფილმი, რომელიც მიგელ დე სერვანტესის რომანის, დონ კიხოტის ყველაზე მასშტაბური ეკრანიზაცია იქნებოდა. გადაღებები ხუთ ქვეყანაში – დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, პორტუგალიასა და ბელგიაში მიმდინარეობდა.
წყარო: http://variety.com/

 

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 200 000 ლარი დაიხარჯება

Image result for უფლისციხე

შესაბამისი ტენდერი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება საბავშვო-შემეცნებითი დანიშნულების კოტეჯს, მოწესრიგდება პარკინგი და მოეწყობა სავაჭრო სივრცე.

 

 

ევროვიზია 2019 იერუსალიმში გაიმართება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაასახელა ქალაქი, სადაც ევროვიზია 2019 ჩატარდება. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, მუსიკალური კონკურსი იერუსალიმში გაიმართება. წელს ევროვიზიის გამარჯვებული ისრაელის წარმომადგენელი გახდა.
წყარო: https://www.nytimes.co

 

83 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე გარდაიცვალა

ბაადურ წულაძე დაიბადა ბათუმში. პირველად  მსახიობი გამოჩნდა მიშა კობახიძის ფილმში “ქორწილი”. 1969 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი იყო, შესრულებული აქვს ორმოცდაათზე მეტი კინოროლი. 1961 წლიდან მუშაობდა რეჟისორად კინოსტუდია ქართულ ფილმში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.