ლუმბას შემოქმედები
ლუმბა – ახალი ონლაინპლატფორმაა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებასა და მის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ცოდნა, რომელიც მომხმარებლებს ლუმბას საშუალებით მიეწოდებათ, უახლოეს მეცნიერულ კვლევებს ეყრდნობა და რაც მთავარია მარტივ, ყველასათვის გასაგებ ენაზეა გადმოცემული.
გარდა ინფორმაციის გაზიარებისა, ლუმბა მომხმარებელს გემრიელ, ჯანსაღ, ნოყიერ ხემსს სთავაზობს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ლუმბას წარმოებული პროდუქცია არ შეიცავს არანაირი სახის საკვებ დანამატებსა და კონსერვანტებს.
ლუმბას მთავარი შემოქმედები მაშო და ნანიკო არიან. მაშო ნუტრიციული თერაპიის სტუდენტია და ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესებზეა პასუხისმგებელი. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი შესრულდეს იმ მაღალი მეცნიერული სტანდარტების და ღირებულებების შესაბამისად, რომელსაც კომპანია ეფუძნება. ნანიკო კი, როგორც კულინარიული სკოლის – Le Cordon Bleu-ს კურსდამთავრებული, ყოველდღიურად უზრუნველყოფს, რომ ლუმბას უნიკალური რეცეპტები იდეალურად იყოს შესრულებული.
ლუმბას მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი ადამიანებისათვის ყოველდღიურობის მაქსიმალურად გამარტივება. ამის მისაღწევად მომხმარებელს გაფილტრულ, მეცნიერულად დამტკიცებულ ინფორმაციასა და რაც მთავარია ხარისხიანსა და ბუნებრივ პროდუქტს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს.
ლუმბა უკვე Wolt-ზეც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ.