fbpx

Kitchen & Living – ახალი შოურუმი Gastronome-ს ჯგუფისგან


გააზიარე სტატია

ავტორი: თათუკა კვაშალი

 

Gastronome – პრემიუმ ხარისხის საკვები პროდუქტების მაღაზიებისა და რესტორნების ქსელია, რომელიც 2019 წელს დაარსდა და ამჟამად უკვე 7 მაღაზიასა და 2 რესტორანს – “Bistro by Gastronome” და “Argentinian Steak-house by Gastronome”-ს ფლობს.

დღეისათვის კი მათი გუნდი სიახლეს გვთავაზობს, კერძოდ “Kitchen & Living By Gastronome”, რაც გახლავთ სამზარეულოს, კულინარიისა და (უკეთესი) ცხოვრებისათვის აუცილებელი ნივთების, დანადგარების, ინსტრუმენტებისა და დიზაინ ობიექტების კონცეპტუალური შოურუმი.

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სიახლე, სინამდვილეში თავისი იდეითა და შინაარსით სრულიად განსაკუთრებული და გამორჩეულია, რადგან “Kitchen & Living by Gastronome” , უკეთესი განათებისთვის, უკეთესი სერვირებისთვის, უკეთესი მომზადებისთვის, თავის თავში გულისხმობს კომფორტულ, იდეალურ და ესთეტიკურ გარემოს, როგორც შეფებისათვის და პროფესიონალი მზარეულებისათვის, ასევე მოყვარულებისათვის და ზოგადად მომხარებლებისათვის.

მათ შოურუმში წარმოდგენილია შემდეგი ბრენდები: Frama, Georg Jensen, Menu Space, FFerone, Eva Solo, Stelton, Serax, Valerie Objects, Normann Copenhagen, Josper, Alfa forni, Berkel, Tef cold, Dry ager, Debuyer, Falcon Enamel. ჩამოთვლილი ბრენდების პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ შოურუმში,ხოლო დამატებითი პროდუქციის შეკვეთა შესაძლებელია კატალოგის მეშვეობით, როგორც კორპორატიულად, ასევე ინდივიდუალურად.

“Kitchen & Living by Gastronome” ორიენტირებულია მომხმარებლის კომფორტზე, სწორედ ამიტომ მათ შექმნეს მუსიკალური ლეიბლი სხვადასხვა სივრცეებისათვის (სამზარეულო, მისაღები ოთახი და სხვა) და ლიდერი ბრენდების პროდუქციასთან ერთად გვთავაზობენ საათნახევრიან კომპოზიციებს სხვადასხვა მუსიკოსებისაგან, რომელიც იქმნება სპეციალურად დამკვეთისათვის და ხელმისაწვდომია “Spotify”-ზე, რაც საქართველოში სიახლეა, ისევე როგორც ე.წ. “ზინი”, რომელიც ტიპოგრაფიისა და გრაფიკული დიზაინის თვალსაზრისით წარმოადგენს მარტივად აკინძულ, ინფორმატიულ და შემოქმედებით, განახლებად ბროშურას ალტერნატიუილი და კრეატიული მიდგომით, დახუნძლული ინფორმაციით მსოფლიო საკულტო ბრენდების შესახებ და თან გასდევს კონკრეტული ბრენდების ესთეტიკით შექმნილი საიმიჯო ფოტოები და დიზაინ ლექსიკონი, რაც განასხვავებს მას სხვა გამოცემებისაგან.

სიახლის დანერგვა,მსოფლიო პრაქტიკის გაზიარება და რაც მთავარია ბრენდის განვითარებისათვის დაუღალავი შრომა, ის კრიტერიუმებია, რითიც გასტრონომის გუნდი ხელმძღვანელობს და თავიანთი პროფესიონალიზმით, გემოვნებითა და ნოვატორული მიდგომით თითოეულ ჩვენთაგანს სიამოვნებას ანიჭებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.