ქართველი რეჟისორი ქალები ტრიესტეს კინოფესტივალზე
გააზიარე სტატია
21 იანვარს იტალიაში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალი 33-ედ აიღებს სტარტს.
კინოფესტივალი, რომელიც 9 დღე გაგრძელდება, არაერთ სექციას აერთიანებს, მათ შორისაა WILD ROSES, რომელიც მაყურებელს ევროპელი კინორეჟისორი ქალების ნამუშევრებს სთავაზობს.
წელს აღნიშნული სექციის ფოკუსში ქართველი რეჟისორი ქალების ფილმებიც მოხვდნენ – ტრიესტეს კინოფესტივალის მაყურებელი ცხრა ქართულ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს იხილავს.
- “ანას ცხოვრება” (რეჟისორი ნინო ბასილია)
- “დიდება დედოფალს” (რეჟისორი თათია სხირტლაძე)
- “გრძელი ნათელი დღეები” (რეჟისორები – ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი),
- “კრედიტის ლიმიტი” (რეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი)
- “მილსადენის მეზობლები” (რეჟისორი ნინო კირთაძე)
- “როგორი იყო ოთახი” (რეჟისორი ქეთევან კაპანაძე)
- “სხვისი სახლი” (რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე)
- “მოთვინიერება” (რეჟისორი სალომე ჯაში),
- “სველი ქვიშა” (რეჟისორი ელენე ნავერიანი).
აღსანიშნავია, რომ ტრიესტეს კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს სანდრო სულაძის ფილმი “გუშაგები”.
Trieste Film Festival-ის ოფიციალური პოსტერის ავტორია ქართველი არტისტი ტეტეშკა.