fbpx

Window Project-ი წარმოგიდგენთ უტა ბექაიას მულტიმედიურ გამოფენას – „ზღვაო, ზღვაო, ჩამყლაპე”“


გააზიარე სტატია

Window Project-ი წარმოგიდგენთ უტა ბექაიას მულტიმედიურ გამოფენას –  „ზღვაო, ზღვაო, ჩამყლაპე“.

გამოფენა ეფუძნება ხელოვანის მიერ Covid 19-ის იზოლაციის  პერიოდში დაწერილ მოთხრობას. ის არის ისტორია ადამიანების შესახებ, რომლებიც დიდ ტკივილს განიცდიან და სურთ არსებითი ცვლილების მოხდენა.

ისინი ცვლიან საკუთარ გზას ხელოვნურად შექმნილი აპოკალიფსით. შვიდი აპოკალიპსური აფეთქების შემდეგ მათი ცნობიერი სრულად ფართოვდება და ადამიანები ზეადამიანებად გარდაიქმნებიან.

„ზღვაო, ზღვაო, ჩამყლაპე“ ისეთ ეგზისტენციალურ კითხვებს ბადებს, როგორიცაა პეპლის ეფექტის კონცეფცია და შესაძლო მომავალი, რომელიც ჩვენი ქმედებებით არის განპირობებული.

დღევანდელ ცივილიზაციაში უფსკრული ბუნებასა და შექმნილ ინდუსტრიულ სამყაროს შორის დიდია, რადგან ადამიანები გარემოსთან ვკარგავთ კავშირს, სულ უფრო რთულია საკუთარი პოტენციალის რეალიზება. 

მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ჩვენ სამყაროს მცირე ნაწილაკები ვართ. მცირე, მაგრამ გადამწყვეტი  ნაწილი ერთი დიდი მანქანის, ერთი ორგანიზმის. ჩვენ ყველა ურთიერთდაკავშირებული ვართ, და თითოეულ ჩვენგანს დიდი როლი აქვს მომავალი ევოლუციის განვითარების პროცესში.

პროექტი ვიზუალიზებულია ისე, თითქოს აპოკალიპსური მომავლის ისტორია ბავშვის გამოცდილება იყოს. იმერსიული ინსტალაცია ტაქტილური, დიდი ზომის არსებებისა და მასშტაბური ვიდეოპროექციებისგან შედგება. ისინი დამთვალიერებელს აცნობენ  საკუთარ ფიზიკურ არსებობას. ეს ინტუიციური გამოცდილებები იმ პრობლემებისა და იდეების გასაცნობიერებელ კატალიზატორად იქცევა, რომლებიც გაუცხოებული და დისტანცირებული გვეჩვენება.

განსაკუთრებული მადლობა:

  • დათო ქორიძეს,
  • ქეთევან ჯოლოხავას,
  • ნათია სართანიას,
  • ხათუნა ბექაიას,
  • ამალია ტუმასოვას,
  • დენის დავიდოვს,
  • გიგა გულვერდაშვილს,
  • იმაკო გოგიაშვილს,
  • საბა იმნაიშვილს, 
  • ასევე
  • Cteative Education Studio-ს (CES),
  • ArtArea TV-ს,
  • არტ-ვილა გარიყულას,
  • Instigators-ს.

 

 

 

გამოფენის გახსნა: 9 თებერვალი, 14:00-19:00

გამოფენის ხანგრძლივობა: 9 თებერვალი – 20 მარტი, 2022

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.