ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის გამოფენა ECHO COLOGNE-ში
ქალაქ კიოლნში, საგამოფენო სივრცე ECHO-ში საინაუგურაციო შოუსთვის ელ ცე კვაისარი წარმოგიდგენთ ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის სერიას “კარანტინის ყვავილები”, რომელიც ხელოვანმა 2020 წელს შექმნა.
„როდესაც ბერლინი ჩაიკეტა მარტში, სკოლები, საბავშვო ბაღები და სათამაშო მოედნებიც დაიხურა და ბავშვები მთელი დღე სახლში იყვნენ. ჩვენ ამას გულმოდგინედ და პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნებით შევხვდით, ვერიდებოდით ნებისმიერ კონტაქტს, გარდა უშუალო ოჯახის წევრებთან.⠀
ცხოვრება ამ დროს თითქოს მონაცვლეობდა უსასრულოს, პროზაულ საყოფაცხოვრებო საქმეებსა და ახალი ამბების დაუნდობელ შემოტევას შორის. ძალიან საზრიანად, ან შეიძლება რომანტიულად, გერმანიამ ფლორისტები სიაში გაიყვანა, როგორც სიცოცხლისთვის აუცილებელი და ამიტომ ისინი ღიად დარჩნენ.⠀
ამ მშფოთვარე დროს ყვავილებმა წარმოუდგენელი მიმზიდველობა და სიმბოლიზმი შეიძინეს. სასოწარკვეთილების პირისპირ მათი სილამაზის აბსოლუტური სიჯიუტე ბუნების აღმდგენ უნარებზე მიანიშნებდა და ადამიანს იმედს აძლევდა.⠀
რადგან სტუდიაში ვერ დავდიოდი, მათი გადაღება დავიწყე ღამღამობით პოლაროიდის კამერით, როცა ბავშვები იძინებდნენ. ამ კონკრეტულ ფილმზე გამოსახულების გამჟღავნებას გარკვეული დრო სჭირდება. გადავწყვიტე გამეკეთებინა რიტუალი, უჯრაში გადადებული სურათების გამჟღავნებულ სახეს დილაობით ვნახულობდი.⠀
ღამის ამ რიტუალმა გახსნა იმპროვიზაციისა და თამაშის შესაძლებლობა, ‘ზაზუნის დღიდან’ კარანტინის დღემდე, და შემოიტანა შემსუბუქების განცდა ფოტოგრაფიული ენით.“ – ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი⠀
ECHO ახალი საგამოფენო სივრცეა, რომლის გაჩენის იდეაც Wschód-ს ეკუთვნის და ინიცირებულია Bureau, Hot Wheels Athens, LC Queisser, Stereo და Wschód-ის მიერ კიოლნში, რუნსტრასეს 108-ში.
ხუთი გალერეა გაერთიანდა, რათა მათი ინდივიდუალური პროგრამები ნიუ-იორკში, ათენში, თბილისსა და ვარშავაში არსებული სახლების მიღმა გაჟღერდეს, ასევე ჩაერთონ და წვლილიშეიტანონ ადგილობრივ კონტექსტში.
სივრცე ეფუძნება ერთობლივი გალერეის მოდელს და საგამოფენო პროგრამას ადგენს კოლექტიურად, პროგრამით, რომელიც მოიცავს თითო გამოფენას ხუთი მონაწილე გალერეიდან, ასევე ჯგუფური შოუების სერიას, ყველა გალერეის მონაწილეობით.