fbpx

“ქოლგა თბილისი ფოტოს” ფოტოკონკურსი “ქოლგა” 10 თებერვალს დაიწყება


გააზიარე სტატია

2022 წლის 10 თებერვლიდან “ქოლგა თბილისი ფოტოს” ფარგლებში გაიმართება  საერთაშორისო  პრესტიჟული ფოტოკონკურსი “ქოლგა”. ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს. 

2022  წლის ნომინაციები შემდეგნაირად განისაზღვრა:

  • დოკუმენტური სერია 
  • რეპორტაჟი
  • კონცეპტუალური ფოტოპროექტი
  • საუკეთესო კადრი/Best shot
  • მობილური ფოტო

 

წელს “ქოლგა თბილისი ფოტო” 7 მაისიდან უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, უფასო ვორქშოფებს, სემინარებსა და პორტფოლიოების განხილვებს. 

საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდება ფოტოექსპერტების, კურატორების და ფოტოგრაფების ხელმძღვანელობით. განათლების სექციის განვითარება “ქოლგა თბილისი ფოტოს” ფარგლებში ხაზს უსვამს ჩვენს ხედვას, რაც ფოტოხელოვნების, როგორც  მედიის ერთ-ერთი ახალი ფორმის კიდევ უფრო პოპულარიზაციასა და განვითარებას გულისხმობს საქართველოში.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.