fbpx

ირუ ხუნდაძე და IAMFOODGODDESS


გააზიარე სტატია

ირუ ხუნდაძე და IAMFOODGODDESS, ამ სახელებთან დაკავშირებულია ჩვენს ქალაქში, პანდემიის პიკის დროს შექმნილი, ძალიან მალევე პოპულარულად ქცეული პრემიუმ კლასის “fast food” ბრედი Foodgoddess რომელიც დღეს ფლობს ორ განსხვავებულ ფილიალს MUNCHIES by foodgoddess და BRUNCHIES by foodgoddess.

IAMFOODGODDESS ინსტაგრამზე თავდაპირველად სტანდარტული კულინარიული ბლოგის თემატიკით ფუნქციონირებდა, თუმცა მალევე მხოლოდ ბრენდის ირგვლივ მოუწია კონცენტრირება. გვერდი პლატფორმად გადაიქცა, გამომწერები კი მომხმარებლებად.

ირუ ხუნდაძე: Munchies by foodgoddess ბაზარზე წარვადგინეთ როგორც 3 თვიანი pop up. მოულოდნელად დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, “pop up” გადაიქცა პერმანენტულ,პრემიუმ კლასის, სწრაფი კვების ბრენდად.

მისი პოპულარობა, სხვადასხვა ასაკის და კატეგორიის სეგმენტზე, Foodgoddess-ის განსვხავებულმა კონცეფციამ და დასამახსოვრებელმა ბრენდინგმაც განაპირობა, რომელიც გენიოსი ანი გველესიანის დახმარებით შეიქმნა. მან არაჩვეულებრივად გადმოსცა გრაფიკულად ის, რაც ჩვენ გვქონდა ჩაფიქრებული.

პროდუქტის რეკლამის, გათამაშებების, და გამოკითხვების გარდა , IAMFOODGODDESS-ის გვერდზე ნახავთ განსხვავებული შინაარსის მქონე პოსტებს, რომელიც სხვადასხვა კამპანიებზე, კოლაბორაციებზე, არტისტებზე, ღონისძიებებზე, აქციებზე და ადგილობრივ დამწყებ კომპანიებზეც მოგვითხრობს; Elvis Delivery, Magma collective, Underdressedkid , Rosyphin, Glambox, Moodbox, Meraki, Omashu, Dracco Jewels (Italian), Eggo club (Spanish) და ა.შ.

სწორედ ასეთი საინტერესო კოლაბორაციის შედეგია,ფოტოპროექტი ბებიების მონაწილეობით. Tatanaka – dressing, Draco Jewels – accessories, Magma collective.

და არა მარტო მოგვითხრობს; ბრენდი ასევე აქტიურად ხელს უწყობს დამწყებ ახალგაზრდებს და კომპანიებს განვითარებაში და პოპულარიზაციაში. 2022 იანვრიდან, Foodgoddess-მა დაიწყო კამპანია ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას, სადაც მომხმარებელს, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის 3 ნომერში მივა, გარდა foodgoddess-ის პროდუქციისა დახვდება სხვა და სხვა ქართული დამწყები ენტერპრენერების პროდუქციაც.

ირუ ხუნდაძე: რადგან foodgoddess-ი მომხმარებელს არა მხოლოდ ხარისხიან გემოს, არამედ გემოვნებასაც უზიარებს ჩვენს გვერდზე და სივრცეშიც გამორჩეულ ვიზუალურ ესთეტიკას და განსხვავებულ ფოტოპროექტებს შეხვდებით, რომელიც ასახავს არა მხოლოდ პროდუქციას, არამედ ხშირად ადრესატია სოციალური ნორმების, პრობლემების და თამამი განცხადებების..

Munchies by foodgoddess, ექვთიმე თაყაიშვილის 3 ნომერში, გაიხსნა 2020 წლის 1 ივლისს. გახსნიდან 4 თვეშ ბრენდმა ჩამოაყალიბა მეორე ფილიალი Brunchies by foodgoddess, ნუცა გველესიანთან ერთად. ზაფხულში ირუმ და ნუცამ “Brunchies” ბათუმშიც წარმოადგინეს.

და ბოლოს რაც ყველაზე საინტერესოა, ბრენდი დღეს ფრენჩაიზის გახსნისთვის უკვე ესპანეთის დედაქალაქში ემზადება, სადაც სულ მალე პირველი ქართული fast food ბრენდი გამოჩნდება..

ირუ ხუნდაძე: რადგან პანდემიის პირობებში კომპანიამ დაარსებიდან 1.2 წელში მოახერხა საერთაშორისო ბაზარზე გასვლა ეს უზარმაზარი მიღწევაა, მაგრამ ვფიქრობ რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. სამომავლოდ ვგეგმავთ, ბრენდის განსხვავებული მიმართულებებით განვითარებას და არა მხოლოდ კულინარიის სფეროში.

მნიშვნელოვანია ის დეტალი რომ კომპანიას აქვს მოხერხებული ოპერატიული სისტემა რაც სტაბილურობის გარანტიას და მაღალ ხარისხს ქმნოს.

განსხვავებულმა გემომ, თამამმა კონცეფციამ და ვიზუალმა ვფიქრობთ აქაც უნდა გაამართლოს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.