fbpx

წიგნის კლუბი მარჯანიშვილის 7-ში


გააზიარე სტატია

მიზანი: წიგნის კლუბი მიზნად ისახავს მკითხველებს აღმოაჩენინოს როგორც უცნობი,  ისე ნაცნობი და საყვარელი წიგნები, ცნობილი ნაწარმოებების ერთიანი კონტექსტი, მათი ავტორები და გმირები. პლატფორმა აერთიანებს მკითხველებს,  აყალიბებს წიგნის კითხვისა და შემდგომი  დამუშავების, გარჩევის კულტურას. 

ფორმატი: ყოველკვირეული შეხვედრები თიბისი კონცეპტის ბიბლიოთეკის სივრცეში იმართება, სადაც თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ნაწარმოებების გარშემო გამართულ დისკუსიაში მიიღონ მონაწილეობა,  აღმოაჩინონ ბიბლიოთეკის კოლექცია და მათთვის საინტერესო წიგნიც გაიტანონ. თითოეულ შეხვედრას ლიტერატურული სფეროდან წიგნის წარმდგენი ჰყავს, რომელიც არჩევს საინტერესო და გამორჩეულ წიგნს, რომლის გარშემოც იმართება დისკუსია, ასევე  უწევს მოდერაციას. 

წიგნის კლუბის პლატფორმა სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს აღმოაჩინონ თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურის გამორჩეული ნაწარმოებები და შეხვედრის წარმდგენებთან ერთად განიხილონ ნაწარმოების მთავარი თემები: ავტორების ბიოგრაფია და  ცხოვრება, შთაგონების წყარო, ლიტერატურული ხერხები, რომლებიც თითოეულ წიგნს განსაკუთრებულს ხდის. 

შეხვედრა საბა 2021-ის გამარჯვებულებთან

წიგნის კლუბის ახალი სერია  თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს სთავაზობს ლიტერატურული პრემია საბა  2021 წლის გამარჯვებულებთან შეხვედრას, რომელსაც ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები გაუწევენ მოდერაციას და გამარჯვებულებთან ერთად განიხილავენ მათ ნაშრომებს, თანამედროვე ქართული ლიტერატურის მთავარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, ნაშრომების მთავარ თემებსა და ინსპირაციის წყაროს. 

შეხვედრების სერია 8 თებერვალს დაიწყო და, ჯამში, 7 შეხვედრას მოიცავს  პანელური დისკუსიის ფორმატში. 

შეხვედრები ყოველ სამშაბათს, 19:00-ზე ჩატარდება, დასწრება შესაძლებელია  თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის, წინასწარი რეგისტრაციის მეშვეობით საიტზე: www.conceptevents.ge

თიბისი კონცეპტის ბიბლიოთეკა უმასპინძლებს საბა  2021 წლის გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო კრიტიკა და პიესა, პოეზია, დებიუტი, თარგმანი, დოკუმენტური პროზა და პროზაული კრებული.

შეხვედრების ამ სერიის მიზანია მკითხველებს გააცნოს თანამედროვე ქართული გამორჩეული ნაშრომები და წამყვანი მოღვაწეები, რომლებიც ქმნიან და ავითარებენ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას. 

წიგნის კლუბისთვის მნიშვნელოვანია როგორც უცხოელი  ავტორების წიგნების წარდგენა, ისე ქართული მოდერნისტული ლიტერატურის ნამუშევრების პოპულარიზაცია და მათ გარშემო დისკუსიის წახალისება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.