როკო ირემაშვილის „ბუფერული ინტერვალები“
გააზიარე სტატია
დიმიტრი შევარდნაძის ეროვნული გალერეა მულტიმედია ფერმწერის – როკო ირემაშვილის სოლო გამოფენას მასპინძლობს. გამოფენა „ბუფერული ინტერვალები“ თავისუფლების კვლევაა მრავალ ასპექტში.
„ბუფერული ინტერვალები“ როკო ირემაშვილის გლობალურ კონტექსტში გააზრებული, მულტიმედიური საავტორო პროექტია, რომელიც მარადიულ პრობლემას – ადამიანის თავისუფლებასა და ამ თავისუფლების სივრცისკენ სვლის პროცესში მუდმივად შემხვედრი წინაღობებისა და ბაარიერების გადალახვას ეხმიანება…“ – ვკითხულობთ პროექტის კონცეფციაში.
გამოფენის კურატორია ნინო გუჯაბიძე. თანაკურატორი ანა ჟვანია.
გამოფენა 18 თებერვიდან 3 მარტამდე გაგრძელდება.