fbpx

დეტექტიური სერიალის გმირით შთაგონებული კოლექცია


გააზიარე სტატია

Tata Naka-ს შემოდგომის 2022-23 წლების კოლექცია შთაგონებულია  ამერიკული სერიალის, Murder She Wrote-ის გამოგონილი დეტექტივის პერსონაჟით, ჯესიკა ფლეჩერით, რომლის  როლსაც 1984-1996 წლებში ლეგენდარული მსახიობი ანჯელა ლანსბერი ასრულებდა.

კოლექცია მოიცავს პერსონაჟის გარდერობის დამახასიათებელ სტილს, როგორიცაა ე.წ. Pussycat Bow ბლუზები, კლასიკური ტრენჩი, კაბები და კიულოტები. 

ჯესიკას შარფებისადმი სიყვარული კოლექციაში წარმოდგენილია ტანსაცმლის შიდა ვინტაჟური კაშნეებით, თავსაფრებით,  როგორც ეს 90-იანი წლების სტილისთვის იყო დამახასიათებელი. 

კოლექციაში ასევე წარმოდგენილია 80-იანი წლების ვინტაჟური დეკორატიული ღილები. ვინტაჟური შარფით ან ღილებით გაწყობილი  თითოეული ქსოვილი  უნიკალური იქნება, რადგან შარფებიც უნიკალურია და მათ სპეციალურად შეარჩევენ დიზაინერები. 

კოლექციაში წარმოდგენილი  პრინტები ასევე აღებულია პერსონაჟის გარდერობიდან:   ბროშები, ფერადი გრაფიკა, ყვავილები, ე.წ. პოლკა წერტილები და ლეოპარდის ტყავის დიზაინი, ვენეციური მატყლი, ლავანდისა და  ბაცი (კარაქისფერი) ყვითელი ფერები, ასევე აბრეშუმისებრი კრეპდეშინი და სხვა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.