სუპერ-ბოულის ნახევარ ტაიმის საუკეთესო შოუების ათეული
ავტორი: ნინკა მამულაშვილი
1967 წლის 15 იანვარს Green Bay Packers-მა Kansas City Chiefs-ს 14 :10 მოუგო პირველი ნაციონალური საფეხბურთო ლიგის (NFL) თამაშზე, რომელსაც ახლა სუპერ-ბოულით (Super Bowl) მოიხსენიებენ. ნახევარ ტაიმის შოუს ექსტრავაგანზა ამერიკული ფეხბურთის ყოველწლიურ ტრადიციად იქცა, რომელიც ფუნდამენტურ ლინკს წარმოადგენს პოპულარულ კულტურასთან და ხშირად თამაშზე დიდი გამოხმაურებაც კი მოსდევს ხოლმე, თუმცა ყოველთვის ასე არ იყო. 60-იან წლებში, სუპერ-ბოულმა გადაწყვიტა კოლეჯის ფეხბურთისთვის მიებაძა, რომელიც ადგილობრივი მარშის შემსრულებლებით უზრუნველყოფდა აუდიტორიის გართობას შესვენების დროს. სუპერ-ბოულმა შემდეგ უფრო ორიგინალური მიდგომა აირჩია, ეს ნაწილობრივ იმიტომ მოხდა, რომ საინაუგურაციო თამაში ჯერ კიდევ არ ითვლებოდა ისეთ მნიშვნელოვან მოვლენად, როგორც ახლა.
ნახევარ ტაიმის შოუ იმ სახით, რა სახითაც დღეს ვიცნობთ, 90-იან წლებში პოპის მეფემ, მაიკლ ჯექსონმა დააფუძნა, რის შემდეგაც მუსიკის ლეგენდები ყოველწლიურად, 15 წუთის განმავლობაში, ყველაზე დიდი აუდიენციის წინაშე სანახაობრივი პერფორმანსებით წარდგებიან. დღესდღეობით სუპერ-ბოულის ნახევარ ტაიმის შოუ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა პოპულარულ კულტურაში. მოდით, გადავხედოთ იმ გამორჩეული მუსიკოსების შოუების ათეულს, რომლებმაც სუპერ-ბოულის ღონისძიება მათი მუსიკალური მემკვიდრეობით დაამშვენეს.
#10 დაიანა როსი
90-იანი წლები გარდამავალი იყო ნახევარ ტაიმის შოუებისთვის. ამის ნათელი მაგალითია სუპერ-ბოული XXX, რომელიც დაიანა როსის მუსიკისა და თანამედროვე პერფორმანსის ელემენტების მიქსს წარმოადგენდა. დაიანა როსი და პიროტექნიკა თეორიულად მოულოდნელი კომბინაციაა, მაგრამ მომღერალმა ნამდვილი სანახაობა მოაწყო. განსაკუთრებით შთამბეჭდავი შოუს დასასრული იყო, როდესაც შემსრულებელმა გამოაცხადა: „ჩემი ტრანსპორტი მოვიდა!“, ამ დროს კი ვერტმფრენი დაეშვა და მან სტადიონი ჭეშმარიტი დივას შესაფერისად დატოვა.
#9. ბრუნო მარსი & Red Hot Chili Peppers
ბრუნო მარსი საკმაოდ თამამი არჩევანი იყო ნახევარ შოუსთვის – ბევრი მიიჩნევდა, რომ მას საკმარისი მუსიკალური “მასალა“ არ ჰქონდა აღნიშნული მონაკვეთის შესავსებად, მაგრამ თურმე როგორ ცდებოდნენ. მან New Jersey’s MetLife Stadium-ი დრამის სოლოთი და old school R&B მოძრაობებით გააცოცხლა. ამ ცეცხლოვანი შოუს ყურება ერთი სიამოვნება იყო და დაგვარწმუნა, რომ ის პერფორმანსის ნამდვილი ოსტატია. თუმცა, შოუ აქ არ დამთავრებულა – მომღერალმა სცენა Red Hot Chili Peppers დაუთმო, რომლებმაც ტრადიციისამებრ მაისურების გარეშე, მათი ყველაზე ცნობილი ჰიტები შეასრულეს. ბრუნო მარსისგან განსხვავებით, ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფის პერფორმანსში ეჭვი არავის შეჰპარვია.
#8. მადონა
მადონამ წლების განმავლობაში იმდენი დასამახსოვრებელი პერფორმანსი შემოგვთავაზა, რთულია რომელიმეს უპირატესობა მივანიჭოთ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი იმ დროისთვის მომღერლის რელევანტურობას ეჭვქვეშ აყენებდა, მან სუპერ-ბოულის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი პერფორმანსი შემოგვთავაზა. ეს ნამდვილი თეატრალური წარმოდგენა იყო: ოქროს ტახტზე შემომჯდარმა მადონამ, რომაელი ჯარისკაცებითა და მარშის ჯგუფით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის შოუს უცვლელი დედოფალია.
#7. ბიონსე
თუ სანახაობა და წარმოდგენა გსურთ, ბიონსე იმედს არ გაგიცრუებთ. Queen Bey-მ Superdome ენერგიული წარმოდგენით, ქორეოგრაფიითა და შთამბეჭდავი სცენის დიზაინით გაანათა. მომღერალმა ისეთი ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ჰიტები შეასრულა, როგორიც არის „Crazy in Love“, “Single Ladies” და „Halo“. თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებელი Destiny Child-ის ყოფილი წევრების, Kelly Rowland და Michelle Williams-ის სცენაზე გამოჩენა იყო. ამ პერფორმანსით ბიონსემ ადვილად გაიმყარა თავისი ადგილი სუპერ-ბოულის ნახევარ ტაიმის საუკეთესო შოუებს შორის. როდესაც საქმე სუფთა კლასსა და ენერგიას ეხება, ბიონსე შეუდარებელია.
სუპერ-ბოულ XL-ზე Stones-ის გამოჩენა გარკვეულ სკანდალს უკავშირდებოდა. მასპინძელი ქალაქის, დეტროიტის მოქალაქეების მოსაზრებით, the Stones მათი მუსიკალური კულტურის წარმოსაჩენად არასწორი არჩევანი იყო. სამაგიეროდ, the Stones ყოველთვის სანდო არჩევანია კარგი შოუსთვის. The stones-მა გიგანტურ სცენაზე, რომელიც ჯგუფის საფირმო ლოგოს ანალოგი იყო, მთელი სტადიონი შეძრა მათი კლასიკური სიმღერებით.
ბრიუს სპრინგსტინი და სუპერ-ბოული საკმაოდ კომპლექსურ ურთიერთობაში იყვნენ წლების განმავლობაში. უამრავი შემოთავაზების მიუხედავად, მომღერალი განუწყვეტლივ უარს ამბობდა ნახევარ ტაიმის შოუს ხელმძღვანელობაზე, თუმცა საბოლოოდ სუპერ-ბოულ XLIII-ში მონაწილეობას დათანხმდა. უნდა ითქვას, რომ ლოდინი ნამდვილად ღირდა. The Stones-ის მსგავსად, სპრინგსტინმა დაამტკიცა, რომ დასამახსოვრებელი პერფორმანსისთვის სულაც არ არის საჭირო ძვირადღირებული ეფექტები ან ხრიკები. საკმარისია მარადიული მუსიკა.
#4. Dr. Dre, Snoop Dogg, Eminem, Mary J. Blige, 50 Cent, and Kendrick Lamar
ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ California really does know how to party. პირველად სუპერ-ბოულის ისტორიაში hip-hop-მა დაიკავა სცენა და მას old school West Coast rap-ის პიონერი Dr. Dre გაუძღვა. აღსანიშნავია, რომ Dre-ს ჟანრზე გავლენამ მისი თანაჰედლაინერების კარიერის ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. მას Snoop Dogg-ი შეუერთდა, რომელთან ერთადაც „Calidornia Love” შეასრულა, შემდეგ კი სცენა ჰიპ ჰოპის სოულის დედოფალს Mary J. Blige-ს დაუთმეს. კენდრიკ ლამარი, რომელიც უთუოა, რომ საკუთარი ნახევარ ტაიმის შოუს იმსახურებს, როგორც ყოველთვის შესანიშნავი იყო, თუმცა შოუში ყველაზე მეტად Eminem-ი გამოირჩეოდა. რეპერი მისი ლეგენდარული ჰიტით – „Lose Yourself“ წარდგა სტადიონზე და დამსახურებული ოვაციაც გამოიწვია. აღნიშნული პერფორმანსები hip-hop-ის და მისი სამი ათწლეულის განმავლობაში ევოლუციის ნამდვილი ტრიუმფი იყო.
#3. U2
თამაში 11 სექტემბრის ტრაგედიიდან ხუთი თვის შემდეგ ჩატარდა და ბუნებრივია, რომ ამერიკელები ამაღელვებელი შოუს განწყობაზე არ იყვნენ. საბედნიეროდ, U2 უფრო დახვეწილად და ემოციურად მიუდგა სუპერ-ბოულის პერფორმანსს. ჯგუფმა მხოლოდ 3 სიმღერა შეასრულა, ხოლო ტერორისტულ თავდასხმაში დაღუპულთა სახელები „Where the Streets Have No Name“-ის შესრულების დროს ჯფუფის უკან იყო გამოსახული. შოუს დასასრულს ბონომ თავისი ამერიკული დროშით გაფორმებული ქურთუკი გამოაჩინა, რასაც აუდიენციის დაუოკებელი ოვაციები მოჰყვა. ეს იყო ზუსტად ის, რაც ამერიკას სჭირდებოდა და სწორედ ამიტომ ეს სუპერ-ბოულის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ შოუდ მიიჩნევა.
უნდა ითქვას, რომ ჯექსონებმა თავისი ნიშა დატოვეს სუპერ-ბოულზე, თუმცა ჯენეტ ჯექსონს მისი წილი თავდაპირველად არ ჰქონია მხედველობაში. მაიკლ ჯექსონი, მეორე მხრივ, ნამდვილად იმსახურებს იმ აღფრთოვანებას, რომელიც სუპერ-ბოულ XXVII-ზე მის ლეგენდარულ პერფორმანსს მოჰყვა. ჯექსონი სუპერ-ბოულის შემცირებული რეიტინგების ასამაღლებლად მიიწვიეს, პოპის მეფის გამოჩენამ თითქმის ორწუთიანი პანდემონიუმი გამოიწვია. ამასთან ერთად, მომღერალი 3500 ბავშვისგან შემდგარ გუნდთან ერთად წარდგა სტადიონის სცენაზე. ეს იყო უზარმაზარი წარმატება, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მომავალი სუპერ-ბოულის ნახევარ ტაიმის შოუებზე.
თუკი მაიკლ ჯექსონმა სუპერ-ბოულის ნახევარ ტაიმის შოუების ტრადიცია წამოიწყო, პრინცმა მუსიკალური სტანდარტი დააწესა ამ უდიდესი ღონისძიებისთვის. სცენა, რომელიც პრინცმა დაიკავა, the Stones-ის მსგავსად, მისი ლოგოს ფორმის იყო. პერფორმანსი განსაკუთრებული შოუთი არ გამოირჩეოდა, ეს იყო უბრალოდ პრინცი. ის შეუდარებელი ოსტატობით უკრავდა გიტარაზე და ისე მართავდა სცენას, როგორც არასდროს არავინ. მან შოუ საკმაოდ პოეტურად – „Purple Rain”-ით დაასრულა, რომელსაც წვიმა აფორმებდა. ეს განუმეორებელი და ამაღელვებელი პერფორმანსი დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სუპერ-ბოულის ნახევარ ტაიმის საუკეთესო შოუ იყო.