fbpx

ცოტნე დადიანის სოლიდარობის აქტის გამეორება უკრაინისთვის


გააზიარე სტატია

ფოტო/ვიდეო: გიორგი ნაზღაიძე

 

ქართველმა ხელოვანმა ანდრო დადიანმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო უკრაინელებს თანაგრძნობა თავისი პერფორმანსით გამოუხატა.

ანდრო დადიანი: „შეძრწუნებული ვარ იმით, რაც უკრაინაში ხდება, მინდა თქვენთან ერთად თანაგრძნობა გამოვუცხადო უკრაინელებს. სხვისი ტკივილის საკუთარ კანში შემოშვება და ზიარობა ადამიანური ხედვის წესი მგონია.

ცოტნე დადიანის საქციელი, დასავლეთიდან რომ ანისში მეგობრების ტანჯვის გასაზიარებლად ჩავიდა, სპონტანურ ემპათიურობაზე მეტია. მინდოდა ეს ყველაფერი სახელმძღვანელოდან ცხოვრებაში გადმომეტანა, როგორც ჩვენი ისტორიის ნათელი ფურცელი.

 

მნიშვნელოვანია, რომ ყველას შეუძლია შემოუერთდეს პერფორმანსს მსოფლიოს ნებისმიერი წეტილიდან.“

გაგახსენებთ ისტორიას,რომელიც პერფორმანსის კონცეფციას დაედო საფუძვლად:

 

1245 წელს, საქართველოში შეჭრილმა მონღოლებმა ქართველები შეიპყრეს, მონღოლთა ნოინს მიჰგვარეს და აწამებდნენ მათ. ცოტნე დადიანი, იმ დროს საქართელოს ერთ-ერთი კუთხის მმართველი იყო, რომელიც შემთხვევით გადაურჩა ტყვეობას. სოლიდარობის ნიშნად, ის თავად მივიდა მეგობრებთან, დაჯდა მზის გულზე, თაფლი წაისვა ტანზე რომ მწერები დახვეოდნენ და მის უსამართლოდ წამებულ მეგობრებს შეუერთდა ტანჯვაში. თანაგრძნობის ეს უმაღლესი და უძველესი სიმბოლო, ისტორიაში ერთ-ერთი პირველი პერფორმანსია,. ცოტნე დადიანის აქტის გამეორებით გვინდა შევუერთდეთ უსამართლო გეო-პოლიტიკურ დაპირისპირებაში მოყოლილ უკრაინელებს, ჩვენ, ვინც დადიანივით შემთხვევით ვართ გადარჩენილები. ომის მოლოდინი თუკი აქამდე ჩენი ცხოვრების ვირტუალური ექო იყო, დღეს ის სასტიკი რეალობაა, რეალობა, რომლიდანაც მოსჩანს, რომ ეს სასჯელი მთელი სამყაროს წესრიგს ემუქრება, რადგან აღარ არსებობს ახლა „იქ“ და „აქ“, ჩვენს მთლიანობაში სიმყარე მხოლოდ ღირსეულ ისტორიასთან და მომავალთან ერთად დგომამ შეიძლება მოგვიტანოს.

 

პერფორმანსს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ეროვნების ადამიანები უერთდებიან, ესენია: – გერმანია, ესტონეთი, ინგლისი, ა.შ.შ. ბელორუსია, იტალია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.