სოლიდარობა უკრაინას – თბილისის ქუჩებში: ფოტორეპორტაჟი
ფოტო: სოფო ნადარეიშვილი
საქართველოს მოქალაქეები, უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის პირველი დღიდან, უკრაინელების მიმართ სოლიდარობას სხვადასხვა გზებით – სახალხო აქციებით, საქველმოქმედო ინიციატივებითა და მოხალისეების ჩართულობით გამოხატავენ.
გარდა ამისა, საქართველოს ქალაქებში თვალსაჩინოა სოლიდარობის ნიშნად უკრაინული სიმბოლოების სიმრავლეც.
თბილისის ქუჩებში, უკრაინის მხარდასაჭერად გაჩენილი სხვადასხვა სახის მანიშნებლები სოფო ნადარეიშვილმა ზამთრის ბოლო დღეს გადაიღო.
სოლიდარობის გამოხატვის ფორმების მრავალფეროვნება გულისამაჩუყებელია – ზოგი მთლიანად ცვლის თავისი მაღაზიის აბრას, ზოგი ვიტრინაში დგამს უკრაინის დროშის ფერებში გამოწყობილ მანეკენებს, ან ბუშტებს აფრიალებს.
ჩვენი მოქალაქეები, ვისაც როგორ შეუძლია, ცდილობენ გვერდში დაუდგნენ იმ ქვეყანასა და ხალხს, რომელიც ბოროტ ძალას თავს არ უხრის.
473 total views, 2 views today