fbpx

მოსკოველი ჟურნალისტი რუსულ “ინსტაგრამზე” – ეს უბრალოდ ღორობაა!


გააზიარე სტატია

მოსკოველი ჟურნალისტი ნიკიტა ლოიკი რუს “ინსტაგრამელებს” მიმართავს: 

“მაპატიეთ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მაგრამ მთელი ეს სტერილური “ინსტაგრამი”, მკვრივი დუნდულები, ლამაზი სელფები, საყვარელი ყვავილები, მზიანი “დილა მშვიდობისა” შენს საყვარელ კაფეში და სხვა მცდელობები, რომ არაფერი შეამჩნიო, იცხოვრო “მშვიდობიანი ცხოვრებით” – ეს უბრალოდ ღორობაა! 

შორს ვარ იმისგან, რომ ის რამეს გადაიფიქრებს და მაშინვე მოინანიებს. მართალი გითხრათ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს საერთოდ რამეს შეცვლის. მაგრამ საკუთარი თავისთვის მაინც… უბრალოდ,  ადამიანად  რომ დარჩეთ… თუნდაც იმ უკრაინელებისთვის, რომლებიც შეიძლება  თქვენს პროფილებს ბომბების თავშესაფრებში მშვიდი საათების დროს სქროლავენ… იქნებ ერთობლივად ამოიღოთ ტკბილი ბამბა ყურებიდან და დროებით მაინც შეწყვიტოთ გასართობი კონტენტის ჭრა-კერვა? მოვა გლამურის, აურზაურისა და არდადეგების დროც. როცა მშვიდობა დაისადგურებს. და ჯერჯერობით – ომია” 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.