პოლინა რაიკოს მოხატული სახლი: უკრაინის კულტურული ძეგლის ბედი უცნობია
გავრცელდა ცნობები უკრაინის ქალაქ ოლეშკის დაცემის შესახებ. ხერსონში თვითნასწავლი მხატვრის, პოლინა რაიკოს ნამუშევრებით სავსე სახლია. რაიკოს მჩქეფარე შემოქმედებით – ლურჯი, ყვითელი, წითელი და თეთრი ფერის ანგელოზების, ყვავილების, ცხოველების და სხვათა გამოსახულებით სავსე შენობა “ეროვნულ კულტურულ ძეგლთა” ნუსხაშია. ჯერჯერობით უცნობია, გადარჩა თუ არა ეს სახლი.
რაიკო დაიბადა 1928 წლის აპრილში უკრაინის პატარა ქალაქ ოლეშკიში და 69 წლამდე მხატვრობისადმი ინტერესი არ გამოუჩენია. მისი შემოქმედება დაიწყო ქალიშვილის ტრაგიკული გარდაცვალებისა და 1994 წელს ქმრის გარდაცვალების შემდეგ. რაიკომ შეიძინა ყველაზე იაფფასიანი იატაკის საღებავები, რაც ბაზარში იპოვა და თავისი ფუნჯით შეუდგა მუშაობას.
ყოველი კედლის, ყოველი პანელის, კარის სახელურის, კარადის, ჭერის, მაგიდისა და სხვა დეტალების თითოეული სანტიმეტრის დაფარვით, მან დახატა თავისი ოჯახის მხიარული სცენები, ბიბლიური სიუჟეტები, ცხოველები, ანგელოზები და ამბობდა, რომ ამან “გააბრწყინა მისი ცხოვრება”.
2003 წელს, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, ადგილობრივი ასოციაცია მოიხიბლა პოლინას შემოქმედებით და გამოაქვეყნა პუბლიკაცია მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. შემდეგ სახლი კანადელმა წყვილმა შეიძინა, რათა შეენარჩუნებინათ პოლინა რაიკოს შემოქმედება.
სურათებისა და ინფორმაციის წყარო: @tessnewallstudio • #PolinaRayko