მხატვრების პასუხი უკრაინაში მიმდინარე ომს! – საქველმოქმედო ღონისძიება CCA-ში
თანამედროვე ხელოვნების ცენტრი 6 და 8 მარტს მართავს საქველმოქმედო ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც გაიმართება თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა 70-მდე მხატვრის მონაწილეობით. ღონისძიებაზე ასევე გაიმართება პერფორმანსი მოდერაციით, სადაც ხელოვანები სხვადასხვა ფორმებით გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
გაიყიდება სხვადასხვა ნივთები. იმუშავებს ბარი და სამზარეულო.
ღონისძიების ფარგლებში შეგროვებული თანხა გადაირიცხება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. ასევე მსურველებს შეუძლიათ მოიტანონ უკრაინაში გასაგზავნი პირველადი საჭიროების ნივთები, რაც შეიფუთება და გადაეცემათ შესაბამის ორგანიზაციებს გასაგზავნად.
ჩვენი პოზიცია:
დაუყოვნებლივ შეაჩერეთ ომი უკრაინაში!!! დღეს, 2022 წლის 3 მარტს, მთელი მსოფლიო უყურებს უკრაინაში განხორციელებულ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს. იქ მომხდარი ტრაგედიის დასაბუთება შეუძლებელია და მის წყაროს რუსეთი და მისი პრეზიდენტის აგრესიული პოლიტიკა წარმოადგენს. თუკი ისტორია დროის მანქანად შეიძლება გარდაიქმნას, ნათელი უნდა იყოს, რომ რუსეთის ფაქტობრივმა მთავრობამ უკრაინა და მთელი პლანეტა ყველაზე ბნელ დროში მოაქცია. ვიმედოვნებთ, რომ ერთი ავადმყოფი ადამიანის გადაწყვეტილებებისა და ამ სამყაროში მცხოვრები ძალების არაპროპორციულობა ძალიან მალე შეასრულებს თავის როლს და ჩვენ ახალ, უფრო მშვიდობიან, დემოკრატიულ და ჯანსაღ სამყაროში გავიღვიძებთ.
ერთად გამოვუცხადოთ მხარდაჭერა უკრაინის სახელმწიფოს, მის მოქალაქეებს და ყველას, ვინც დღეს მშვიდობისთვის ხმას იღებს.
მისამართი: თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, თბილისი / დოდო აბაშიძის 10
მონაწილე ხელოვანები:
ელენე გაბრიჩიძე, გიორგი გელაძე, მიშა გოგრიჭიანი, მაკა კილაძე, სოფო კობიძე, ბაქარ მიგრიაული, სანდრო სულაბერიძე, ზურა ცოფურაშვილი, ვატო წერეთელი, მამუკა ჯაფარიძე, ნინო ზირაქაშვილი, დავით კუხალაშვილი, თამარ ხმიადაშვილი, ზურა აფხაზი, მარიამ აქუბარდია, იოანა წულაია, ნუცა ესებუა, ნიკოლოზ ჰუმანოიდი, ირინე ჯიბუტი, გიორგი მოზგოვოი, გიორგი ვარდიაშვილი, მიშიკო სულაკაური, კოტე ჯინჭარაძე, ნინა კინწურაშვილი, თამარ გურგენიძე, ანდრო ერაძე, ნინუკა საკანდელიძე, თეზი გაბუნია, ალექსი სოსელია, გიორგი დადიანი, მაია აბაშიძე, ნინუცა შატბერაშვილი, გალაქტიონ ერისთავი, ნატო ბაგრატიონი, კოკა ვაშაკიძე, ანასტასია ახვლედიანი, ანნა ჯიბლაძე, გიორგი კარტოზია,ანა ჩადუნელი, გვანცა ჯიშკარიანი, სანდრო ფაჩუაშვილი, ნატა ვარაზი, კოტე სულაბერიძე, ნინო ჭილაშვილი, ნინო ჩუბინიშვილი, ვახო ბუღაძე, ირა დენისიუკი.
ინიციატორები:
ქართული ვიდეოხელოვნების არქივი, პარალელური კლასი, გალერეა საწყობი, ორგანიზაცია მანუფაქტურა, მოზგოვოი სტუდიო, ინბითვინ ქონდიშენ, პლატფორმა კირკე, The Why Not Gallery, Not Museum.