fbpx

“Z” როგორც ახალი სვასტიკა


გააზიარე სტატია

Z ის ლათინური ასოა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე ხშირად ხვდება თვალში ომის მაყურებლებს სოციალურ ქსელში. რუსეთის აგრესიულად განწყობილი მოსახლეობის ნაწილიც აქტიურად იყენებს მას, პირველად კი ის საომარ ტექნიკაზე გამოჩნდა, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 

მაგრამ Z არ არის ერთადერთი სიმბოლო, რომელსაც რუსი სამხედროები იყენებენ. საომარ ტექნიკაზე ასევე ჩნდება სხვა ლათინური ასოები: Z, V, O და Z კვადრატში. მათ გამოჩენასთან ერთად სოციალურ ქსელში ბევრი თეორია გავრცელდა იმის შესახებ, თუ რას აღნიშნავენ ისინი. 

ყველაზე გავრცელებული კი ასე ჟღერს: Z – ზელენსკი, O – ოლექსანდროვიჩ, V – ვოლოდიმერი. თითქოს რუსები ამით უკრაინის პრეზიდენტს დასცინოდნენ. მაგრამ 3 მარტს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ლათინური მარკირება ასე განმარტა. V – ზოგადი გამარჯვების სიმბოლოა, რომელიც განიმარტება – როგორც „сила В правде“, ხოლო Z – აღნიშნავს „За Победу“-ს, ანუ „გამარჯვებისთვის“.  

რუსეთის მიერ წამოწყებული ომის მხარდამჭერები სწორედ ამ სიმბოლოთი გამოხატავენ თავიანთ ერთიანობას ქუჩებში. და ნელ-ნელა ლათინური Z ახალ სვასტიკად იქცევა. 

მარკირება ასევე აღნიშნავს საომარი ტექნიკის მიმართულებასა და დანიშნულებას საბრძოლო ველზე და თუ რომელი ტერიტორიებიდან მიემართებიან უკრაინისაკენ.  


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.