fbpx

ადრეული საბჭოთა ანტირელიგიური ბრუტალური ხელოვნება


გააზიარე სტატია

1922 წლიდან 1941 წლამდე საბჭოთა კავშირში ათეისტური  ჟურნალი სახელად Безбожник (უღმერთო) გამოდიოდა.  იგი  ე.წ. მებრძოლ ათეისტთა ლიგამ, ასევე საბჭოთა კომუნისტური პარტიის წევრებმა, მისი ახალგაზრდული ლიგის წარმომადგენლებმა,  მუშებისა და ვეტერანების ორგანიზაციებმა დააარსეს. 

„ბეზბოჟნიკის“ მთავარი მიზანი იყო, მოესპო ნებისმიერი რელიგიური რწმენა, რომელიც მუშათა კლასის ყურადღებას მიიქცევდა. მასში იბეჭდებოდა  კარიკატურისტების – ნ. ფ. დენისოვსკის, მ. მ. ჩერემნიხის, დ. ს. მურის, კ. ს. ელისეევის და სხვათა ნამუშევრები.

გამოცემის ტირაჟმა 1932 წელს 200 ათას ეგზემპლარს მიაღწია. იგი ღიად უპირისპირდებოდა ქრისტიანობას, იუდაიზმსა და ისლამს, მღვდლებს, რაბინებსა თუ მოლებს კი კორუფციაში,  სიზარმაცესა და სხვა უარყოფით თვისებებში ადანაშაულებდა. ამ ყველაფერს ხელს უწყობდა სახელმწიფო პროგრამა და პოლიტიკა, რომელიც „გოსათეიზმის“ სახელით იყო ცნობილი.

ლენინის ბრძანებით, რევოლუციიდან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფომ ეკლესიას ჩამოართვა მთელი საეკლესიო ქონება, მათ შორის  ეკლესია-მონასტრებიც, ხოლო 1922 წლიდან 1926 წლამდე 28 მართლმადიდებელი ეპისკოპოსი და 1200-ზე მეტი მღვდელი მოკლეს. სემინარიების უმეტესობა დაიხურა, რელიგიური მწერლობის გამოცემა კი აიკრძალა.

წარმოდგენილი საბჭოური პროპაგანდისტული ანტირელიგიური  პლაკატები სწორედ ხსენებულ გამოცემაში, „ბეზბოჟნიკში“ დაიბეჭდა.

 

წყარო: https://rarehistoricalphotos.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.