ფრანგული ესთეტიკა, უნიკალური კოლექცია და ხარისხი – „აფლელუ პარიზი“, ოპტიკური სალონების ცენტრი
როდესაც ვსაუბრობთ აქსესუარებზე და უფრო კონკრეტულად სათვალეზე, პირველი ასოციაცია, რაც გონებაში მოგვდის, ხარისხია. შემდეგ, უკვე მნიშვნელოვანია დეტალები, დიზაინი, სტილი… ამ ყველა კრიტერიუმის თანხვედრა ერთ სათვალეში კი უკვე უნიკალური მიგნებაა. სწორედ ასეთი უნიკალური მიგნებებისთვის უნდა ესტუმროთ „აფლელუ პარიზს“, სივრცეს, სადაც აუცილებლად აღმოაჩენთ თქვენთვის სასურველ სათვალეს.
Moscot – საკულტო ბრენდი ნიუ-იორკიდან
Moscot-ის სათვალე ხარისხისა და სტილის ჰარმონიული სინთეზია. 1915 წლიდან დღემდე, ბრენდს მსოფლიო ოპტიკურ ინდუსტრიაში საპატიო ადგილი უკავია. მოსკოტის ხელნაკეთი პროდუქცია გამორჩეულია მკაცრი, ეკლექტური დიზაინით. თითქმის ყველა მოდელში იგრძნობა ბრენდის ტრადიციული ხელწერა და ხასიათი. შექმნის დღიდან მოსკოტის სათვალე ასოცირდება ოსტატურ შემოქმედებასა და დახვეწილ სტილთან.
ბრენდი მოსკოტების ოჯახური ბიზნესია, რომლის დამფუძნებელიც ჰაიმან მოსკოტი გახლდათ. პირველი ხელნაკეთი პროდუქციის გაყიდვა ოჯახის პატრიარქმა მანჰეტენის ქუჩებში, ჯერ კიდევ 1899 წელს დაიწყო. ძალიან მალე გაითქვა სახელი და გაცდა ქვეყნის საზღვრებს. მოსკოტის სათვალის შეძენა „აფლელუ პარიზის“ თბილისის ფილიალში შეგიძლიათ.
“აფლელუ პარიზი” ფრანგული ოპტიკური სალონების ქსელია, ოპტიკის ინდუსტრიაში 43 წლიანი ისტორიით.ბრენდი მსოფლიოს 19 ქვეყანაში, 1,428 მაღაზიითაა წარმოდგენილი, მათ შორის თბილისში, სავაჭრო ცენტრში „სითი მოლი“. „აფლელუ პარიზის“ სალონების ინტერიერი სადა, მარტივი, ნათელი და ძალიან დამახასიათებელია, აქ იგრძნობა ხარისხი და მრავალწლიანი გამოცდილება.
ბრენდის სახელი ალან აფლელუს უკავშირდება, ოპტიკოსს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სალონის განვითარებასა და გაფართოებას. ინოვაცია ალან აფლელუს და მისი ბრენდის წარმატების ფორმულაა.
სწორედ ინოვაციურ სტილს, ექსკლუზიურ ბრენდებსა და უნიკალურ კოლექციებს აღმოაჩენთ ამ სივრცეში. „აფლელუ პარიზში“ ოპტიკური ჩარჩოების, მზის სათვალის, ლინზებისა და აქსესუარების მრავალფეროვანი და გამორჩეული არჩევანი დაგხვდებათ.
ინდივიდუალური სტილისა და ინოვაციების მოყვარულთათვის, აფლელუ პარიზში აღმოაჩენთ Kaleos-ის ბრენდის კოლექციას. Kaleos – ქმნის კონცეპტუალურ, თანამედროვე დიზაინის პროდუქციას, ბრენდი ასოცირდება მაღალ მოდასთან და ხარისხთან.
ბრენდის კრეატიულიმა დირექტორმა, კლაუდია ბროტონსმა ოპტიკის ინდუსტრიაში ინოვაციური მიდგომები შემოიტანა, რომელიც Kaleos-ის მთავარ ღირებულებად იქცა. კლაუდიამ დაამსხვრია ყველა სტანდარტი და სრულიად ახალი სიტყვით წარსდგა ბაზარზე, სათვალის არასტანდარტული ფორმები და დიზაინური ელემენტები მსოფლიო ტრენდად იქცა.
Kaleos-ის სათვალე რთული კონსტრუქციისა და მის სრულყოფილ ფორმამდე მიყვანას წელიწადზე მეტი სჭირდება. ხელნაკეთი შედევრები უმაღლესი ხარისხის მასალებისგან იწყობა. უნიკალური დიზაინი, დეტალები და ლინზების ექსკლუზიური ფერები – ამ ბრენდის სიმბოლოა. Kaleos Studio-ს საინჟინრო გუნდი მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან თანამშრომლობს, მთელი გუნდის უშუალო ჩართულობითა და შემოქმედებითი ოსტატობით იქმნება თითოეული სათვალე, რომელიც ინოვაციური დიზაინისა და ფუნქციონალურობის სინთეზია.
MYKITA | LEICA – ოპტიკური სიზუსტე. გერმანული ინჟინერია.
„აფლელუ პარიზის“ თბილისურ სალონში თქვენ აღმოაჩენთ ოპტიკის და ლინზების ინდუსტრიის ლიდერი ბრენდების, Mykita-ს და Leica-ს კოლაბორაციით შექმნილ პროდუქციას.
ოპტიკური სიზუსტე და გერმანული ინჟინერია, ხარისხი, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს. სკურპულოზური ოსტატობით შექმნილი პროდუქცია, რომლის მთავარი ღირებულებაც გერმანული ტექნოლოგიური ბრენდის “ლეიკას” უნიკალური ლინზები და საკულტო ბრენდის მაიკიტას გამორჩეული დიზაინია. თითოეული ხელნაკეთი სათვალე ხასიათდება მინიმალისტური დიზაინით და უნიკალური მექანიზმებით;
აფლელუ პარიზი არის ის სივრცე, სადაც თქვენ აუცილებლად იპოვით თქვენი ხასიათის შესაბამის აქსესუარს. თანაც, სალონი მუდმივად მომხმარებლების წახალისებაზეა ორიენტირებული და მათ უნიკალურ შანს აძლევს. ნებისმიერი ბრენდის სათვალისა და ჩარჩოს შეძენის შემთხვევაში, მხოლოდ 1 ლარად გადმოგეცემათ მეორე ფრანგული სათვალეს „აფლელუს“ კოლექციიდან.
ფრანგული ესთეტიკა, უნიკალური პროდუქცია და ხარისხი – ყველაფერი ერთ სივრცეში, „სითი მოლში“ “აფლელუ პარიზის” ოპტიკურ სალონში და უკვე „თბილისი მოლის“ ჯიპისის ახალი კონცეფციის აფთიაქში.







