fbpx

In Heat Wind Wounds Holes – ჯგუფური გამოფენა გალერეა LC QUEISSER-ში


გააზიარე სტატია

ფოტო: ანგას ლიდლი ბრაუნი

 

17 აპრილიდან გალერეა LC QUEISSER ჯგუფურ გამოფენას, სახელწოდებით – “In Heat Wind Wounds Holes”-ს მასპინძლობს.

გამოფენაში მონაწილეობენ თოლია ასტახიშვილი, შტეფანი ჰაინცე, ქეთო ლოგუა და ნენსი ლუპო.

თოლია ასტახიშვილის მიერ მოწყობილი ადგილ – სპეციფიკური ინსტალაცია, გალერეის სივრცეს აერთიანებს და იმავდროულად, ანაწევრებს, რაც სივრცეში გადაადგილების აბსოლუტურად განსხვავებულ შესაძლებლობას ქმნის.

თაბაშირის კედლებით აწყობილ არქიტექტურულ ფორმაში ინტეგრირებულია სხვადასხვა სიმბოლური გამოსახულება, ტექსტი, სამშენებლო მასალების ტექსტურები. ინსტალაცია აგრეთვე, გამოფენის მონაწილე სხვა მხატვრების ნამუშევრების პრეზენტაციის ადგილია.

შტეფანი ჰაინცეს ამორფული ფიგურებით შემდგარი აბსტრაქტული ფერწერები სივრცეში ბიოტიკური გახრწნის მოცემულობას ეხმიანებიან, მაშინ როდესაც ქეთო ლოგუას სკულპტურები გალერეის ინფრასტრუქტურაში აბსოლუტური მფლობელობიდან გადაადგილდებიან და შედეგად ,,გაძარცვული” ავტონომიურობის ამყარებენ კონტაქტს.

სცენარის ცვლილება და ისტორიის ინდივიდუალური თხრობა ნენსი ლუპოს სამუშაო მასალაა. ხელოვანი გამოფენაზე ახალ ვიდეოს წარმოადგენს, რომელიც მის მშობლიური ქალაქში გადაღებული ვიდეო კადრების, დასკანერებული ნამუშევრების და ვიდეო ეფექტების ერთგვარი კოლაჟია.

მიმდინარე გამოფენა გალერეაში 3 ივლისამდე გრძელდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.