fbpx

ქართველი მწერალი ივა ფეზუაშვილი ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია


გააზიარე სტატია

ქართველი მწერალი ივა ფეზუაშვილი ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია.

 ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებული ქართველი მწერალი, 31 წლის ივა ფეზუაშვილი გახდა – ივას პრემია გადასცეს წიგნისთვის “ბუნკერი“. 

 წელს, 2022 წლის ევროკავშირის ლიტერატურულ პრემიაზე სულ 14 ავტორი იყო წარდგენილი  14  ქვეყნიდან. 

გენა დაიკარგება – სადღაც წარსულში, და აწმყოში ქმარდაკარგული მილა მომავალს გენას გარეშე დაგეგმავს. მათი ქალიშვილი ზემა სისტემის ნაწილი ხდება და გადაწყვეტს, რომ შურისძიებაა ერთადერთი, რასაც უნდა ემსახუროს. ლაზარე კი – ოჯახის უმცროსი წევრი, რომელსაც მემარცხენე იდეების გატარება ცხოვრების წესად უქცევია, ერთხელაც თავისი პრინციპების დათმობის წინაშე დგება.

ივა ფეზუაშვილის ახალ რომანში ყარაბაღის ომიდან თბილისში გამოქცეული სიმონიანების საგაა მოთხრობილი – ერთი ოჯახის ამბავი ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ყველა კონფლიქტი, დრამა და გამოცდა ერთიანად დაატყდებათ ამ წიგნის პერსონაჟებს, წარსულის დემონებიც იღვიძებენ და პრობლემის მარტივად, რაციონალურად გადაწყვეტის შესაძლებლობას არ აძლევენ…

აღსანიშნავია, რომ ავტორისთვის ეს პირველი წარმატება სულაც არ არის. ივა ფეზუაშვილმა რომანისთვის “ბუნკერი“ 2022 წლის საბას პრემია, იქამდე კი წინანდლის პრემია დაიმსახურა.

 ჟიურიმ წელს საპატიო ჯილდო გადასცა ბელგიელ, ბოსნიელ, ირლანდიელ, ესპანელ და უკრაინელ ავტორებსაც.

ივა ფეზუაშვილი: ნებისმიერი პრემია გარდა დაფასებისა, ახალ მკითხველთან მისვლის იდეალური შესაძლებლობაა. ამ კონკურსის შემთხვევაში, ამგვარი  შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, რადგან უკვე აქტიურად გვწერენ ევროპული გამომცემლობები და სულ მალე “ბუნკერი”  რამდენიმე ენაზე ითარგმნება, რაც თავის მხრივ საერთაშორისო მკითხველამდე მიგვიყვანს.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ ეს კონკურსი  ამ სახით პირველად ჩატარდა და პირველივე ჯერზე საქართველოს გამარჯვება მგონია, რომ მთლიანად ჩვენს შიდა ლიტერატურულ პროცესს ცოტათი მაინც წაადგება”, – ამბობს ივა AT.ge-სთან.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.