fbpx

“ქოლგა თბილისი ფოტო კვირეული” 2022 – 6-7 მაისის პროგრამა


გააზიარე სტატია

 

6 მაისს, 20:00-ზე, დოდო აბაშიძის 10-ში, არტარეაში, ყოფილი თბოსადგურის ტერიტორიაზე გაიმართება “ქოლგა თბილისი ფოტო კვირეულის” გახსნის ცერემონია.

დასახელდებიან 2022 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში: 

  •  დოკუმენტური სერია 
  •  რეპორტაჟი 
  •  კონცეპტუალური ფოტოპროექტი 
  •  ერთი კადრი 
  •  მობილური ერთი კადრი.

 

7 მაისი, 16:00 სთ. – გია ჭანტურიას ქ. 8, გიორგი ლეონიძის სახ. სახელმწიფო ლიტ. მუზეუმი, 

დევი თარხნიშვილის არქივი,  მთების სიმაღლიდან

“ქოლგა თბილისი ფოტოკვირეულის” ფარგლებში 2022 წლის 7 მაისს 16:00 სთ-ზე, გიორგი ლეონიძის სახელობის სახელმწიფო ლიტ. მუზეუმი გაიხსნება დევი თარხნიშვილის არქივში დაცული ფოტოების გამოფენა – “მთების სიმაღლიდან”.

კურატორი: სოფიო ლაპიაშვილი 

საბჭოთა კავშირის პერიოდში ორი ტიპის ფოტოგრაფია არსებობდა. ერთი იყო ოფიციალური, რომელსაც ბეჭდავდნენ ჟურნალებსა და გაზეთებში და მეორე, რომელსაც ადამიანები იღებდნენ და არ საჯაროვდებოდა.

ერთ-ერთი ასეთი არქივი ინახება თარხან-მოურავების ოჯახში, რომელიც ეკუთვნოდა დევი თარხნიშვილს. დევი დაიბადა 1947 წელს. იგი იყო ფიზიკოსი და მუშაობდა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე, მაგრამ ის ასევე იყო გატაცებული მთასვლელობით. საბოლოოდ დევი პროფესიონალი აპლინისტი გახდა. საბჭოეთის დროს, ალპინიზმი რელოაბიდან თავის დაღწევის ერთერთი საშუალება იყო, ფოტოგრაფია კი ამ მოპოვებული თავისუფლების გარკვეულ წილად დაფიქსირების ხერხი გახლდათ.

დევი მთაში, უშბაზე, 1984 წელს დაიღუპა, თავის 5 თანაგუნდელთან ერთად. მისი გარდაცვალების შემდეგ, ფოტოარქივი ხელუხლებლად ინახებოდა ოჯახში.

2020 წლის დასაწყისში, ფონდი ღია საზოგადოების მხარდაჭერით მოხდა ამ აქრივის გაციფრულება და პირველად იფინება საჯაროდ.

https://kolga.ge/exhibitions/archive-of-devi-tarkhnishvili

 

7 მაისი, 17:00 სთ. – მარჯანიშვილის ქ. 7, თიბისი კონცეპტი,

ვახო ხეთაგური – მთის მიღმა, 2015

“ქოლგა თბილისი ფოტოკვირეულის” ფარგლებში 2022 წლის 7 მაისს 17:00 სთ-ზე, თიბისი კონცეპტში გაიხსნება ქართველი ფოტოგრაფის ვახო ხეთაგურის გამოფენა – “მთის მიღმა 2015”.

დღესდღეობით მთის ხალხს საკმაოდ რთულ პირობებში უწევს ცხოვრება: უმეტეს დასახლებულ პუნქტებში არ არის გზა, რომლითაც ისინი რაიონულ ცენტრებთან დაკავშირებას შეძლებდნენ. გაუქმებულია სკოლები და სამედიცინო მომსახურების ცენტრები. ვერ ხერხდება სოფლების მომარაგება და მწვავედ დგას ქვეყნის გათბობის საკითხის. მთა, რომელსაც ისტორიულად განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის თავდაცვისა და განვითარების საქმეში, დღეს უფუნქციოდაა დარჩენილი. ქრება მთის მოსახლეობა და მასთან ერთად ქრება უნიკალური ტრადიციები და ცხოვრების წესი. თუმცა 2015 წლის ზაფხულში საქართველოში ამოქმეედდა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახევ ახალი კანონი, რომელიც მიიღებს გარკვეულ სოციალურ შეღავათებს მთის მოსახლეობისათვის. შეჩერდება თუ არა მიგრაციის პროცესი, ეს ძალიან მალე გამოჩნდება. სწორედ ამ წელს დაიწყო ქართველი ფოტოგრაფის, ვახო ხეთაგურის ფოტოპროეტტი “მთის მიღმა 2015”.  

ვახო ხეთაგურს გავლილი აქვს გურამ წიბახაშვილის ფოტოსკოლა და 2013-2014 წლებში გაიარა სემინარები დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში იუსტინა მიელნიკევიჩის ხელმძღვანელობით. მუშაობს პერსონალურ პროექტებზე და თანამშრომლობს სხვადასხვა მედია გამოცემებთან. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. პირველი გრძელვადიანი პროექტი „ცხოვრება რელსებზე“ 21 წლის ასაკში, 2012 წელს დაიწყო.

https://kolga.ge/exhibitions/vakho-khetaguri

 

7 მაისი,  18:00 სთ.  – სიონის ქ. 8, ი. გრიშაშვილის სახ.თბილისის ისტორიის მუზეუმი, ქარვასლა, 

მიჰაელ ფონ გრაფენრიდი, ჩვენი ქალაქი, აშშ ახლო ხედით დღეს

 

7 მაისი, 18:00 სთ. –  სიონის ქ. 8, ი. გრიშაშვილის სახ.თბილისის ისტორიის მუზეუმი, ქარვასლა, 

სთივენ შეიმსი, „შავი პანთერების“ პარტია

 

7 მაისი, 18:00 სთ. – სიონის ქ. 8, ი. გრიშაშვილის სახ.თბილისის ისტორიის მუზეუმი, ქარვასლა, 

Слава Украини – ჯგუფური გამოფენა

 

7 მაისი, 18:00 სთ. – სიონის ქ. 8, ი. გრიშაშვილის სახ.თბილისის ისტორიის მუზეუმი, ქარვასლა,  

ივო დანჩევი – ორ სამყაროს შორის – National Geographic საქართველო


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.