fbpx

“ქოლგა თბილისი ფოტო კვირეული” 2022 – 9 მაისის პროგრამა


გააზიარე სტატია

6 მაისს თბილისში “ქოლგა თბილისი ფოტო კვირეული” გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც ქალაქის გალერეებსა და საგამოფენო სივრცეებში 2022 წლის ფოტოკონკურსის მონაწილეთა ნამუშევრები გამოიფინება. 

 

გთავაზობთ “ქოლგა თბილისი ფოტო კვირეულის” 9 მაისის პროგრამას:

“ქოლგა თბილისი ფოტო კვირეულის” ფარგლებში 2022 წლის 9 მაისს, 19.00 სთ-ზე არტარეა გალერეაში გაიხსნება აზერბაიჯანელი ფოტოგრაფების – F37 – დამოუკიდებელ ფოტოგრაფთა კავშირის გამოფენა. მისამართი: დოდო აბაშიძის ქ. 10

F37 – დამოუკიდებელ ფოტოგრაფთა კავშირი – “უყურო, რომ გაიგონო”

ამ გამოფენის მიზანია, გააფართოოს თანამედროვე აზერბაიჯანელი ფოტოგრაფების საქმიანობის სპექტრი.  წარმოდგენილი სერიებიდან  ზოგიერთი გულწრფელ ინტიმურ ამბებს მოგვითხრობს, ზოგი დოკუმენტური ფოტოებია  რეგიონულ თემებზე, ზოგი  კი გვიამბობს  აზერბაიჯანელ მეზობელზე,  კასპიის ზღვაზე. თითოეული ფოტოს მოსმენაც კი  შესაძლებელია. რაც უფრო მეტ ვიზუალურ ინფორმაციას ვაგროვებთ, მით უფრო ნათლად ისმის  ხმა  ჩვენს გონებაში. 

გამოფენის კურატორი – F37  დამოუკიდებელი ფოტოგრაფების გაერთიანებაა, რომელიც დაარსდა 2020 წელს. კავშირი  მიზნად ისახავს საზოგადოების შეკავშირებას თანამედროვე ფოტოგრაფიის გავლენით. F37-მა უკვე წარმატებით გამართა 5 გამოფენა სამშობლოში – ბაქოში, აზერბაიჯანში. გამოფენაზე  – „Watch to Hear“  წარმოდგენილი არიან  აზერბაიჯანელი ფოტოგრაფები: ლალი ბინიატოვა, ჩიჩეკ ბაირამლი, რასულ გულიევი, ემინ მატერსი, ორხან აბასოვი, ნანა რ, ფიდან ნაზიმქიზი და შარაფ ნაღიევა.

 

რენა ეფენდი – “ზამთრის მოლოდინში”

“ქოლგა თბილისი ფოტო კვირეულის” ფარგლებში 2022 წლის 9 მაისს, 19:00 სთ-ზე  უსახელო გალერეაში გაიმართება აზერბაიჯანელი ფოტოგრაფის, რენა ეფენდის გამოფენა.

კურატორი : გიორგი როდიონოვი

„დავინახე საკუთარი სახლის ვერანდაზე მჯდარი ქალი. შევეკითხე, რას აკეთებდა, რაზეც მიპასუხა: „არაფერს, უბრალოდ ზამთარს ველოდები“, – რენა ეფენდი.

რენა ეფენდი განთქმულია ხალხთან  უშუალო მუშაობის მეთოდით. ის გულმოდგინედ  აკვირდება მათ სახლებსა და ისტორიებს. ძირითადად ფოკუსირებულია ისეთ ადგილებზე, სადაც ეს მყიფე კავშირი დაშლის ზღვარზეა. მისი ფოტოები შეხსენებაა თანამედროვეობასა და ტრადიციას შორის უწყვეტი წინააღმდეგობების არსებობის შესახებ.  გამოფენა „ზამთრის მოლოდინში“ რენა ეფენდის ნამუშევრების სამ ფოტოსერიას აერთიანებს: „ბალახზე აშენებული” (2014), „ჩერნობილი: ნატურმორტი ზონაში“ (2010) და “სოფელი ხინალიქი” (2006-2018). სამივე ამბავი აღტაცებით აღწერს სოფლის ცხოვრების ნელ ტემპს, მაგრამ, ამავდროულად, მისი მშვიდობიანი გარემო ირღვევა შრომის კვალით, დაბინძურებული  გარემო-პირობებითა და ყოველდღიური გაჭირვებით.  თითოეული სერია სამშობლოსადმი ძლიერ მიჯაჭვულობასა და ნაცნობი ცხოვრების წესის შენარჩუნების სირთულეებს შორის კომპრომისს გვიჩვენებს. 

რენა ეფენდის მიერ სინათლის მხატვრულად გამოყენება ფოტოებს ფლამანდიელი ძველი ოსტატების ტილოების იერს აძლევს. მზის შუქი, რომელიც ტბორავს ვერმეერის ნახატების ინტერიერს და მის სახეს ოქროსფერი ელვარებით აჩენს, ასევე  ბრიუგელის ნაზად განათებული პეიზაჟები მინდვრებში მომუშავე გლეხებით, როგორც ჩანს, ისეთივე შთაგონებაა რენა ეფენდისთვის, როგორც თავად რეალური ცხოვრება. რენას ფოტოები არის არის უბრალოდ სოფლის ლანდშაფტის სილამაზე, რაც ამ სურათებს ამაღელვებელს ხდის, ეს არის ყოველდღიური შინაგანი შრომა სიმშვიდის მისაღწევად, რაც ეფენდიმ აღბეჭდა ადამიანების სახეებში. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.