fbpx

შატო ბუერამ საერთაშორისო გამოფენას „Women in Wine Expo 2022“ უმასპინძლა


გააზიარე სტატია

ქალი მეღვინეების პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენა – Women in Wine Expo  წელს საქართველოში პირველად ჩატარდა. გამოფენას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, შატო ბუერამ უმასპინძლა, რომელიც კახეთში, ლოპოტა სპა რეზორტის ტერიტორიაზე მდებარეობს და გამორჩეული ადგილია ღვინის მოყვარულთათვის.

Women in Wine Expo  გლობალური ქსელია და ღვინის ინდუსტრიაში მოღვაწე ქალებს აერთიანებს. მისი მიზანია ქალი მეღვინეების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია. 

4-6 მაისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 70-ზე მეტი წარმომადგენელი ღვინის სამშობლოში – საქართველოში უნიკალური გამოცდილების გასაზიარებლად, იდეების გაცვლისა და სხვადასხვა ქვეყნის ღვინოების გამოფენა-დეგუსტაციისთვის შეიკრიბა. გამოფენას ესწრებოდნენ არა მხოლოდ მეღვინეები, არამედ ბლოგერები, დისტრიბუტორები, მევენახეები, მეღვინეობის დარგში დასაქმებული თუ  ამ სფეროთი დაინტერესებული პირები. 

Women in Wine Expo კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა ქართველი ქალი მეღვინეებისთვის – მსოფლიოს მასშტაბით ღვინის ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებთან  საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად.

გაიმართა მეღვინე ქალების წარმოებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინოების გამოფენა-დეგუსტაცია, კონფერენცია და ვორქშოფი. ასევე ოთარ იოსელიანის ფილმის, „გიორგობისთვის“ ღია ცის ქვეშ ჩვენება.

ღვინის ტურის დროს დამსწრეებმა იმოგზაურეს შატო ბუერას სასახლის მარანში და ადგილზე წარმოებული უმაღლესი ხარისხის ღვინოები დააგემოვნეს.

 Women in Wine Expo მსოფლიო დონის ღვინის დღესასწაულია, რომელსაც საინტერესო ადამიანები და უმაღლესი ხარისხის ღვინოები ქმნიან.

შატო ბუერას მეღვინეობა 2018 წელს, „ლოპოტა სპა რეზორტის“ დამფუძნებელმა გოგა მაისურაძემ დააარსა, ის მთელი სიცოცხლე დაუღალავი შრომით ემსახურებოდა ქართული ტურიზმის და ღვინის პოპულარიზებას. მისი გარდაცვალების შემდეგ მეღვინეობის მართვა ოჯახმა გადაიბარა.

ადგილზე წარმოებული უმაღლესი ხარისხის ღვინო იყიდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.