fbpx

H&M ზაფხული 2022 კოლექციის პრეზენტაცია თბილისში


გააზიარე სტატია

ზაფხულის დადგომასთან ერთად, H&M-ი წარმოგიდგენთ მკვეთრ და კაშკაშა საცურაო კოსტიუმებს.

კოლექცია დამზადებულია მდგრადი მასალებისაგან, როგორებიცაა,  გადამუშავებული პოლიესტერი, გადამუშავებული პოლიამიდი და გადამუშავებულიელასტინი, რომელიც ეხმიანება H&M-ის მთავარ მიზანს, რომ 2030 წლისათვის 100% მდგრადი და გადამუშავებული მასალები იქნას გამოყენებული კოლექციებში.

“H&M-ის საცურაო კოსტიუმების უახლესი კოლექცია მკვეთრ ფერებსა და განსხვავებული სტილის მოდელებს აერთიანებს, რომელთა მორგებაც ინდივიდუალური გემოვნების შესაბამისად არის შესაძლებელი.

კოლექციაში მკვეთრი იასამნისფერი, მწვანე და თეთრი ფერი ერთიანდება შოკოლადისფერ ყავისფერთან. ასევე, გამოვიყენეთ უფრო მდგრადი მასალები, როგორებიცაა, გადამუშავებული პოლიესტერი, გადამუშავებული პოლიამიდი და გადამუშავებული ელასტინი” – განაცხადა კარინ ვიკლუნდ ჰეინიგმა, H&M-ის დიზაინერმა.

კოლექციის საპრეზენტაციოდ, H&M-ის ქართულმა წარმომადგენლობამ, 4 ივნისს, თბილისის ზღვის იახტ კლუბში „La Cote”, მიიწვია ქართველი ინფლუენსერები, ცნობადი სახეები და ბრენდის მეგობრები – მათ შორის სალომე ღვინიაშვილი, ეკო ფანგანი, მანიკა ასათიანი, ქეთევან ხატიაშვილი, მარიამ სანოგო და სხვები.

H&M-მა სტუმრებს სიურპრიზი მოუწყო და კოლექციის პრეზენტაციის გარდა, სტუმრებს მიეცათ საშუალება მთელი დღე გაეტარებინათ იახტ კლუბში, მიეღოთ რუჯი, გაესეირნათ იახტით და დასწრებოდნენ იოგას გაკვეთილს. აღსანიშნავია, რომ ეს იყო H&M-ის პირველი ღონისძიება ხანგრძლივი, პანდემიური პაუზის შემდეგ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.