fbpx

The Guardian-ის წლის საუკეთესო ფილმებს შორის სალომე ჯაშის “მოთვინიერებაც” დასახელდა


გააზიარე სტატია



2022 წლის ორი მთავარი საერთაშორისო კინოფესტივალი – ბერლინისა და კანის კინოფორუმები უკვე გაიმართა, ზაფხულში კი კინომოყვარულები მაღალბიუჯეტიანი ბლოკბასტერების მოლოდინში არიან. სანამ წლის მიწურულს მთავარი კინოდაჯილდოების პრეტენდენტი ფილმები გამოვა, ბრიტანული გამოცემა The Guardian 2022 წლის ჯერჯერობით საუკეთესო ფილმებად შერაცხული სურათების სიას აქვეყნებს, რომელშიც სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმიც მოხვდა.

Taming the Garden – ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის უცნაური ამბავი ქვეყნის მასშტაბით ამოთხრილ და გადატანილ ხეებზე, რომელსაც The Guardian „ფიცკარალდოს მსგავს ოპერაციას“ უწოდებს, სალომე ჯაშის გახმაურებული დოკუმენტური ფილმი გახლავთ.

Licorice Pizza – 1970-იანი წლების Coming-of-Age ჟანრის რომანტიკული დრამის ავტორი მრავალგზის ოსკარის ნომინანტი, თანამედროვე ამერიკული საავტორო კინოს ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი პოლ თომას ანდერსონია.

Mass – ამერიკელი მსახიობის, ფრენკ კრანზის სარეჟისორო დებიუტს ბრიტანეთში საკმაოდ დადებითი შეფასებები მისცეს. დრამა ოთხი ადამიანის ტრაგიკულ ისტორიაში, ორი მშობლის ვაჟი მასობრივი  სროლის დროს მოკლეს, მეორე წყვილი კი სწორედ ტრაგედიაში დამნაშავე ახალგაზრდის მშობლები არიან, რომელმაც თავი მოიკლა…

Nightmare Alley – ოსკაროსანი გილიერმო დელ ტორო კვლავ სოლიდური ფილმით დაბრუნდა. ე.წ. ნუარის ჟანრის ფსიქოლოგიურ ტრილერში ჰოლივუდის ნამდვილი თანავარსკვლავედია თავმოყრილი.

Memoria – ტაილანდელი კინოხელოვანის, აპიჩატპონ ვირასეტაკულის ინგლისურენოვანი ნამუშევარში მთავარ როლს ყველასათვის საყვარელი ტილდა სუინტონი ასრულებს.

Belfast – შავ-თეთრი ავტობიოგრაფიული ფილმი სცენარის ავტორისა და რეჟისორისთვის, კენეტ ბრანასთვის, წლის დასაწყისში ოსკარის მომტანი აღმოჩნდა. პატარა ბელფასტელი ბიჭუნას თვალით დანახული რეალობა ყველა კინომოყვარულს მოხიბლავს.

Madres paralelas – კინომაესტრო პედრო ალმოდოვარისა და მსახიობ პენელოპა კრუსის მეშვიდე კორაბორაციამ ესპანელ მსახიობს მორიგი საოსკარე ნომინაცია მოუტანა. ორი დედის საინტერესო ისტორია გასულ წელს ვენეციის კინოფესტივალზეც დაჯილდოვდა ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის.

The Eyes of Tammy Faye – ოსკარების უკანასკნელი დაჯილდოების ჰიტი ბიოგრაფიული დრამაა ამერიკელ ტელეევანგელისტ ტამი ფეის ცხოვრებაზე. აღნიშნულმა ბიოპიკმა ჯესიკა ჩესტეინს მოუტანა ოსკარი და სხვადასხვა კინოჯილდოები.

პოპულარული ბრიტანული გამოცემის ვრცელ სიაში უახლესი ფილმი ვიკინგური საგა „ნორმანიცაა“ (The Northman), რომელსაც უკვე ეწოდა ყველაზე აკურატული ფილმი ვიკინგებზე. შურისძიებაზე არსებულ სისხლიან ისტორიაში მთავარ როლს შვედი ვარსკვლავი ალექსანდერ სკარშგორდი ასრულებს.

სტატიაში ასევე მოხვდა ფინურ-რუსული ერთობლივი ნამუშევარი „ბინა N6“ და რამდენიმე დოკუმენტური სურათი, მათ შორის – ოსკარების რეკორდსმენი, დანიური ანიმაციურ-დოკუმენტური ფილმი Flugt / Flee.

წყარო: https://www.theguardian.com/ 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.