“ზუგდიდი მოლი” – პირველი სავაჭრო ცენტრი ზუგდიდში
სულ მალე „ზუგდიდი მოლი“ თავის პირველ მომხმარებლებს უმასპინძლებს. სავაჭრო ცენტრი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრია.
ამ ეტაპისთვის ცენტრის 90% უკვე დატვირთულია. „ზუგდიდი მოლში“ წარმოდგენილნი იქნებიან ქსელური მაღაზიები, საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდები:
- ფრანგული ჰიპერმარკეტების ქსელი “კარფური”
- თურქული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდები: „ვაიკიკი“ და „ფლო“
- საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების მაღაზია „სუპერი“
- პარფიუმერული მაღაზია „ისი–პარი“
- ფრანგული კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდი „ივ–როშე“
- „აისიარ ჯგუფი“ ფეხსაცმელებისა და აქსესუარების მაღაზიებით: „ბატა“, „კორსო იტალია“ და „სკარპიერა“
- „დრესაპ ჯგუფის“ მულტიბრენდული მაღაზია „ფექთორი“, რომელიც წარმოგიდგენთ ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლისა და ფეხსაცმელების ბრენდებს: L’evis, Wrangler, Jack & Jones, Tommy Jeans, Vans, New Balance, Converse, Birkenstock და სხვა.
- სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ბრენდი „ადიდასი”, ოფიციალური წარმომადგენლობით
- ტექნიკის მაღაზიები: „ალტა“ და „ზუმერი“
- წიგნების მაღაზიათა ქსელები: „ბიბლუსი“ და „გამომცემლობა სულაკაური“
- სათამაშოების მაღაზია „პეპელა“
- იაპონიის კულტურით შთაგონებული მაღაზიათა ქსელი: „მინისო“
- „ჯი–პი–სი“, განახლებული კონცეპტუალური ფორმატით – უფრო მეტი, ვიდრე აფთიაქი.
გამორჩეული არქიტექტურის მქონე სავაჭრო ცენტრი ზუგდიდის ცენტრალურ უბანში, კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს. ერთსართულიანი შენობის შუაში 850 კვ.მ.-ის რეკრეაციული ზონაა მოწყობილი, ასწლოვანი ხეებით, სადაც სავაჭრო ცენტრის სტუმრები შეძლებენ განტვირთვას. როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში იმუშავებს სხვადასხვა კვების ობიექტები, მათ შორის პიცერია „ლეოდორო“ და აზიური სამზარეულო „პო“.
ცენტრის გარე პერიმეტრზე 150 მანქანაზე გათვლილი საპარკინგე სივრცე მოეწყობა.
“ზუგდიდი მოლის” განვითარებას კომპანია “ბლოქსი” უზრუნველყოფს. ცენტრის კონცეფციაზე Cushman & Wakefield-მა და კომპანია “ბლოქსმა” ერთობლივად იმუშავეს.
Cushman & Wakefield სავაჭრო ცენტრების ფართების გაქირავების კამპანიას ექსკლუზიურად ხელმძღვანელობს და ცენტრის მშენებლობის ზედამხედველობას უზრუნველყოფს. “ზუგდიდი მოლის” არქიტექტურულ ნაწილზე კომპანია “გურგენიძე არქიტექტურამ” იმუშავა.
პროექტის ჯამური ინვესტიცია 26 მლნ ლარს შეადგენს. მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის საერთო ფართი 15 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
სავაჭრო ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.