დემნა გვასალია ჟურნალ TIME-ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის პირველი ქართველია
გააზიარე სტატია
ჟურნალ TIME-ის მიერ გამოქვეყნებულ 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დემნა გვასალია პირველი ქართველია.
დიზაინერმა, რომელიც 2015 წლიდან ბრენდ BALENCIAGA-ს კრეატიული დირექტორია, დღეს მას შემდეგ რაც 50 წლის წინ ბრენდის დამაარსებელი კრისტობალ ბალენსიაგა გარდაიცვალა, ბრენდის რიგით მეორე haute couture კოლექცია წარადგინა.
ბრენდის 51-ე haute couture კოლექციაში წარმოდგენილი კოსტუმები ისეთმა ცნობილმა სახეებმა წარადგინეს როგორებიცაა: ნაომი კემპბელი, ბელა ჰადიდი, კიმ კარდაშიანი, ნიკოლ კიდმანი, დუა ლიპა…