Natural Dust | ნატურალური მტვერი by Around the Studio
27 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით სასტუმრო სტამბის D ბლოკში Around the studio-ს ახალი პროექტის ’Natural dust/ნატურალური მტვერი-ის პრეზენტაცია გაიმართა.
’Natural dust/ნატურალური მტვერი”-ს პროდუქტები სტუდიოს ექსპერიმენტალური გამოწვევის შედეგია.
“მაუდის” სახელოსნოს დატოვების შემდეგ გადავწყვიტეთ ერთი თვის განმავლობაში ელიავას ბაზრობა ჩვენს სამუშაო სივრცედ გვექცია. გამოფენა სწორედ ერთ თვიანი ელიავას ბაზრობაზე ჩატარებული ‘არტისტ-რეზიდენციის’ შედეგია. ამ სივრცის ქაოტური და სპონტანური ხასიათი ჩვენს მუშაობის პრაქტიკასაც გადაედო. ელიავას ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებასთან წინააღმდეგობის გაწევა მოგვიწია, სამშენებლო მასალების თუ მანქანის ნაწილების საყიდლად უხალისოდ მოსული ხალხისგან განსხვავებით ჩვენთვის იქ დროის გატარება მუდმივი დაკვირვების, ძიების და აღმოჩენის პროცესი იყო, ადგილობრივ მოვაჭრეებთან და ხელოსნებთან მუშაობაა კი კოლაბორაციული მუშაობა.”- ანო ჯიშკარიანი და თიკა შელია – Around the studio-ს დამფუძნებლები.
კოლექცია იმეორებს და ხაზს უსვამს ჩვენს გარემოში არსებული შენობების ელემენტებს, რომლებიც ელიავას სივრცის მსგავსად ქაოტურად იქმნება და ქალაქის არქიტექტურულ იერსახეს ქმნის. ჩვენთვის ეს მესიჯია არა დაბალანსებულ სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ გარემოში ცხოვრების აღსაწერად.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კოლაბორაციული ნამუშევრები ანასტასია ახვლედიანთან და სალომე ჯოხაძესთან ერთად.











