fbpx

თვითსწავლებისკენ სწრაფვა არტისტის ცხოვრებაში


გააზიარე სტატია


საუკუნეების განმავლობაში ისინი, ვინც თავს არიდებდნენ ფორმალურ სწავლებებს, ან შეპყრობილნი იყვნენ ან  მარგინალიზებულნი. მაინც რატომ გვხიბლავენ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ წესებსა და კანონებს ადგენენ?

ხელოვნების სკოლა იმ სახით, როგორითაც იგი შტატებში არსებობს, შედარებით ახალი ხილია. სახვით ხელოვნებაში ხარისხის მიღების ხელმისაწვდომობა და მოლოდინი იმისა, რომ არტისტი თავად მიაღწევს მას, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას გახდა ტიპური, როცა ვეტერანებს ეძლეოდათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ ლექციებს კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში. 

მკაცრად სტრუქტურირებული სახელოვნებო განათლების პოპულარიზაციამ და იმისმა შესაძლებლობამ, ჰყოლოდა კურსდამთავრებულები, საფუძველი ჩაუყარა ოპოზიციური ჯგუფის შექმნას: ყველა დანარჩენი მათ წინააღმდეგ იყო. ის არტისტები, რომლებსაც არ ჰქონდათ ოფიციალური განათლება, გადაიქცნენ „თვითნასწავლებად“. 

ხელოვნებათმცოდნე ჯინ დუბუფეტი „ნედლ ხელოვნებას“ განმარტავს, როგორც ვიწრო იდეას, ხელოვნებას მეინსტრიმული კულტურის საზღვრებს მიღმა, რომელსაც ქმნიან პატიმრები, ფსიქიატრიული ცენტრების პაციენტები და სხვები, ვინც საზოგადოების დაწესებულ საზღვრებში ცხოვრობს. 

ეს საკითხი გრაფიტისტების გარეშე წარმოუდგენელია. ისინი 70-იანების ბოლოს და 80-იანების დასაწყისში გამოჩნდნენ და ძირითადად, ნიუ-იორკის გარეუბნებიდან იყვნენ. მუშაობდნენ ჩაბნელებულ გვირაბებში იმის შიშით, რომ უცებ თავს ვიღაც წაადგებოდათ და დააკავებდნენ. ასე შექმნეს მათ სრულიად ახალი მიმდინარეობა ამერიკული ექსპრესიონიზმისა. გრაფიტის კეთება სახელოვნებო სკოლებში არასდროს ისწავლებოდა და არც ახლა ისწავლება, თუმცა გრაფიტის არტისტებს საკმაო ყურადღება ეთმობოდათ მეინსტრიმული რეკლამისა და დიზაინის სფეროებში. 

დღეს თვითსწავლება გახდა რაღაც ისეთი, რაც კი არ უნდა დაძლიო, არამედ უნდა გაარეკლამო. იმ არტისტებისთვის, რომლებსაც არ სურთ, იარონ სწორხაზოვანი ბილიკებით, ეს ყველაფერი მომხიბლავია. ნონკონფორმისტები ვერ ხედავენ სასკოლო სისტემის სიკეთეებს და მისი სტრუქტურა სძულთ. ასეთ ხალხს დუბუფეტი უარმყოფლებს უწოდებს: „ისინი არ ჭამენ კოვზით, არ საუბრობენ პოპულარული ენით, არ იქცევიან ისე, როგორც სხვები, არ იცვამენ ფეხზე ფეხსაცმელს და არ იხურავენ ქუდს თავზე. ისინი ყველაფერს უარყოფენ და თუკი ხელოვნების კეთებაში ჩაებმებიან, მაშინ კიდევ უფრო ღრმად ჩაეშვებიან ხოლმე თავიანთ უარყოფაში, ბევრად შორს, ვიდრე სხვები“.

2 წლის წინ ქართველი არტისტი თამო ჯუღელი დიუსელდორფის აკადემიაში მიიღეს, თუმცა მან საბოლოოდ უარი თქვა იქ სწავლაზე, იმ მიზეზით, რომ ჯგუფური სწავლება მისთვის შეუსაბამო აღმოჩნდა. თუმცა მან აღნიშნა, რომ შესანიშნავი გარემო იყო, უბრალოდ,  მისი პერსონისთვის შეუსაბამო. ამ გამოცდილებამ თამოს ბავშვობის მოგონება გაახსენა, როცა 8 წლისა მშობლებმა ხატვის გაკვეთილებზე მიიყვანეს.  ბევრი არტისტი ამბობს, რომ ბავშვობიდან გიჟდება ხატვაზე, ის კი არასდროს ხატავდა. მისი თქმით, ეზიზღებოდა კიდეც, რადგან მასწავლებელი აიძულებდა, რეალისტურად ეხატა, შედეგად, მან ხატვის კლასი მიატოვა. 

თამო ახლა 28 წლისაა და მსოფლიო ხელოვნების კარი მან გვერდიდან შეაღო – მისი აბსტრაქტული ნამუშევრები ნიუ-იორკში, Polina Berlin Gallery-ში იყო წარდგენილი. მან განიზრახა ჟურნალისტიკის სწავლა და იპოვა სამსახური ტელევიზიაში, სადაც ვიდეოებს არედაქტირებდა, თუმცა ამაზე არ გაჩერებულა – აიღო სკეტჩბუქი და უბრალო ფანქრებით ხატვა დაიწყო. ერთი წლის განმავლობაში ქმნიდა „არაშთამბეჭდავ ილუსტრაციებს“ – როგორც თავად უწოდებს მათ. მან მისწერა ქართველ ხელოვანს, გია ეძგვერაძეს, რომელიც დასთანხმდა შეხვედრაზე. „მაშინ პირველად ვნახე მისი ნამუშევრები რეალურად და  არა ინსტაგრამის გვერდებიდან. ერთდროულად ბედნიერიც ვიყავი და განადგურებულიც“, – თქვა მან, რადგან ხვდებოდა, რამდენი უნდა ემუშავა წარმატებისთვის. მას შემდეგ, რაც თამომ ზეთის საღებავებით ხატვა დაიწყო, ეძგვერაძე ერთგვარი არაფორმალური მენტორი გახდა მისთვის. იგი მას ასწავლიდა არა ხატვის ტექნიკას, არამედ კონკრეტულ ტექსტებსა და ბიოგრაფიებზე მიუთითებდა, რომლებიც შემდეგ თამოს უნდა წაეკითხა.  

„მე თუ მკითხავთ, ყველა თვითნასწავლია, – ამბობს თამო. – იმას არ ვამბობ, რომ ყველაფერს მარტომ მივაღწიე, რადგან დიდი მხარდაჭერა მქონდა, მაგრამ არ მჯერა, რომ ხელოვნების შექმნის შესწავლა შესაძლებელია,  ან  გაქვს ამის უნარი, ან არა”. 

ცნობილი არტისტი რეიმონდ პეტიბონი, რომლის ნაშრომებიც 80-იანებიდან იფინება, ხელოვნების სკოლას აღწერს, როგორც მის პერსონასთან შეუთავსებელს. „ეს არის სოციალიზაციის პროცესი, რომელიც ბევრ გამოუთქმელ ცოდნას მოიცავს. მე არ ვიყავი დაინტერესებული კარიერის ასე აწყობით”. 

თვითნასწავლი არტისტი, სანამ მეინსტრიმული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცევა, წლების განმავლობაში სიბნელეში შრომობს. 

როგორც პოეტი რენე რიკარდი ამბობს, არავის უნდა იყოს ისეთი თაობაში, ვინც  კიდევ ერთ ვან გოგს დააიგნორებს. თუმცა თვითსწავლება ხშირად გამოიყენება, როგორც მარკეტინგული ხრიკი და ასეთი ავტორებისთვის ადგილი გალერეებშიც სულ უფრო ხშირად მოიძებნება.



ორიგინალი: https://www.nytimes.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.