fbpx

მზად ხართ, იხილოთ უახლესი დეტალური ფოტოები გალაქტიკიდან? – VOX


გააზიარე სტატია



ნასას კოსმოსური ტელესკოპით გადაღებული ფოტოები სრულად გვიცვლის წარმოდგენას იმაზე, რასაც აქამდე სამყაროს და მასში ჩვენს ადგილს ვუწოდებდით. 

კარინას ნისლეული: ვარსკვლავის დაბადება. კოსმოსრი მთების გარემოცვაში ვარსკვლავები და პლანეტები დაივანებენ. ზოგი მათგანი სიდიდით მზეს აღემატება. ეს ყველაფერი ირმის ნახტომის გალაქტიკიდან 7600 სინათლის წელიწადით არის დაშორებული და აქამდე ადამიანის თვალს იგი არასდროს უნახავს. 

სამხრეთის ბეჭდის ნისლეული: ვარსკვლავის კვდომა. პლანეტარული ნისლეული.   მტვრის ღრუბელი გარს აკრავს მომაკვდავ ვარსკვლავს. მდებარეობს დედამიწიდან 2000 სინათლის წელიწადის დაშორებით.

სტეფანის კვინტეტი. გალაქტიკის ევოლუცია და შავი ხვრელები. 5 გალაქტიკის კომპაქტური დაჯგუფება, რომელთაგან ოთხი ინტერაქციულია. პეგასუსის თანავარსკვლავედისგან დაშორებულია 290 მილიონი სინათლის წელიწადით. 

ვების პირველი ფოტო – ესენია პირველი  ვარსკვლავები და გალაქტიკები,  რომლებსაც ადამიანები დააკვირდნენ. ამ ფოტოზე ასახულია ცის ერთი ქვიშის მარცვლისოდენა  ნაგლეჯი, რომელიც გადაღებულია მიწიდან, ადამიანის მკლავის სიმაღლიდან.

წყარო: VOX

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.