fbpx

ქართულ-უკრაინული წარმოშობის რეჟისორი ლადო კვატანია Cardi B-ის ახალი კლიპის რეჟისორია


გააზიარე სტატია

 

ქართულ-უკრაინული წარმოშობის რეჟისორის, ლადო კვატანიას მორიგი წარმატება ამჯერად ამერიკის პოპ-კულტურას უკავშირდება. კონკრეტულად კი ისეთი ვარსკვლავების სახელებს, როგორებიც არიან – Cardi B, Kanye West და Lil Durk. 

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by LADO KVATANIYA (@ladokvataniya)


ლადო კვატანია Cardi B-ის ახალი კლიპის – “Hot Shit”-ის რეჟისორია. კლიპი მომღერლის ოფიციალურ Youtube არხზე 12 ივლისს განთავსდა. 

ლადომ განათლება ნიუ-იორკის კინოხელოვნების აკადემიაში 2009 წელს მიიღო.  სწავლის პერიოდშივე დაიწყო პირველ მოკლემეტრაჟიან ფილმებზე მუშაობა, საკუთარი სცენარების მიხედვით.  გადაღებული აქვს სარეკლამო ვიდეორგოლები ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორებიცაა:  Reebok, Adidas, Paypal, Google, Visa და სხვა.  

ახალგაზრდა რეჟისორმა  ცნობილ  მომღერალ ჰასკისთან თანამშრომლობით, ერთ-ერთი კლიპი – „იუდა“ თბილისში  გადაიღო. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.