პიარ სააგენტო TATA PR Los Angeles – ქართველი დიზაინერების პოპულარიზაციისთვის
ქართველი დიზაინერების პოპულარიზაციაზე და ზოგადად, ქართული მოდის განვითარებაზე ბოლო წლების განმავლობაში მრავალმა ფაქტორმა იქონია გავლენა. პირველ რიგში – ნიჭიერმა დიზაინერებმა და ძლიერმა კოლექციებმა, სოციალურმა მედიამ, მოდის კვირეულებმა, პრესამ და, რა თქმა უნდა, სწორმა PR-მა. ასევე, ამ ინდუსტრიის ბიზნესის კუთხით აღქმამ და კომერციული მიმართულებით აქტიურმა მუშაობამ, ადგილობრივი მოდის მახასიათებლების გამოკვეთამ, რამაც მოდის საერთაშორისო რუკაზე ჩვენი ქვეყანა განხილვადი გახადა.
View this post on Instagram
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ასობით ბრენდი ცდილობს მოდის რედაქტორებთან, სტილისტებთან და PR სააგენტოებთან თანამშრომლობას. თუმცა დიდი კონკურენციის გამო ძალიან რთულია მოხვდე სწორ დროს სწორ ადგილას და შეგამჩნიონ. მიუხედავად ამისა, ქართველი დიზაინერების სამოსს მსოფლიოს ვარსკვლავები (A list celebrities) სისტემატურად ირგებენ.
ყოველივე ამის უკან კი უმრავლეს შემთხვევაში ამერიკაში მოქმედი პიარ სააგენტო TATA PR Los Angeles (@tata_la) დგას, რომელიც 2018 წლიდან აქტიურად მუშაობს ქართულ ბრენდებთან და ზრდის მათ პოპულარობას ამერიკის და ზოგადად, მსოფლიო ბაზარზე.
TATA PR LA – ის დამფუძნებელი ლოს-ანჯელესში მცხოვრები თათა ქართველიშვილია. სააგენტო TATA PR ყოველწლიურად იზრდება და თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერებთან. სააგენტომ ასევე გახსნა ონლაინ მაღაზია – www.tata-la.com, სადაც ძირითადად ქართული ბრენდების კოლექციები იყიდება.
სააგენტოს აქვს მუდმივი და მჭიდრო კავშირი ამ ინდუსტრიის წამყვან გამოცემებთან და ვარსკვლავების პირად სტილისტებთან. მუშაობა სპეციფიკურია – მნიშვნელოვანია იცნობდე თითოეული სტილისტის და მისი კლიენტების სტილს და მათ მოთხოვნებს. სწორად შეარჩიო ნივთები დიზაინერების კოლექციებიდან, რასაც შემდეგ კონკრეტულ ვარსკვლავს შესთავაზებ.
სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად, ისეთმა ვარსკვლავებმა მოირგეს ქართველი დიზაინერების სამოსი, როგორებიც არიან: Kendal Jenner, Kylie Jenner, Chloe and Khourtny Kardaashians, Haily Bieber, Kelly Rowland, Katy Perry, Kelly Wearstler, Avril Lavigne, Gigi Hadid, Joey King, Lady Gaga, Jessie J, Christine Quinn, Gwen Stefani, Chrissy Teigen, Hailey Bieber, Paris Hilton, Kaia Gerber, Candice Swanepoel, Lindsay Lohan და ა.შ.
როდესაც ადამიანი, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, ირგებს რომელიმე ბრენდის სამოსს, ავტომატურად იზრდება ამ ბრენდის ცნობადობა და მის პროდუქციაზე მოთხოვნა.













