fbpx

Hennessy Very Special – Hennessy-სა და Les Twins-ის ახალი კოლაბორაცია


გააზიარე სტატია

თბილისში კონიაკ Hennessy-სა და Les Twins-ის მიერ შექმნილი სპეციალური გამოშვების პრეზენტაცია  გაიმართა. ღონისძიების მიმდინარეობისას, ქართველი არტისტი DRO (სანდრო ფოფხაძე) წარსდგა სტუმრების წინაშე სპეციალური ლაივით, ხოლო ხელოვანი მიშიკო სულაკაური ივენთის განმავლობაში გრაფიტის ქმნიდა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობა მიეღო კედლის მოხატვაში.

საღამოს დამსწრე სტუმრებმა თავად იხილეს სპეციალური ბრენდინგით შექმნილი სასმელი და HENNESSY VERY SPECIAL-ით შექმნილი კოქტეილებიც დააგემოვნეს.

ფრანგულმა კომპანიამ „HENNESSY“ 2021 წელს ლიმიტირებული გამოშვება – HENNESSY VERY SPECIAL შექმნა, რომლის დიზაინზეც ფრანგული ურბანული მოძრაობის შემქმნელებმა Les Twins (ლორენ და ლერი ბურჟუები) იმუშავეს.

ეტიკეტის ორი დიზაინი გამოხატს ქუჩის კულტურის პულსს, რომელიც აერთიანებს თავისუფალ ცეკვას, ორიგინალურ მუსიკას და ბრენდის პირველ ტრენდულ კაფსულა-კოლექციას.

Les Twins (ლორენ და ლერი ბურჟუები) – ფრანგი თვითნასწავლი მოცეკვავე ტყუპების დუოა, რომლებიც თინეიჯერობის ასაკში ჯიბის ფულს ქუჩაში ცეკვით გამოიმუშავებდნენ. დღეს თავისუფალი სტილით ცეკვის, მსახიობობისა და პროდიუსინგის მიმართულებით მუშაობამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, თუმცა კვლავ აგრძელებენ თავიანთი ხელოვნების განვითარებას, როგორც ყოველთვის – ერთად, აერთიანებენ ქუჩის კულტურასა და ინტუიციას და წინ ახალ ნაბიჯებს დგამენ.

ჰენესის ლიმიტირებული გამოშვების – HENNESY VERY SPECIAL შეძენა ვოლტზეა შესაძლებელი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.