ფესტივალ DECODER-ის შემოდგომის მორიგი სერია
ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი DECODER შემოდგომის მორიგ სერიას 24 სექტემბერს, SPACEHALL KUSTBA-ს ღია სივრცეში უმასპინძლებს.
„არავითარი ძილი“- ასეთი იყო ბელგიელი არტისტის, დიჯეისა და პროდიუსერის, CHARLOTTE DE WITTE-ს სამუშაო მოტო პირველივე დღიდან, რომელიც ამჟამად თანამედროვე მუსიკის სცენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნლოვანი წარმომადგენელია და 24 სექტემბერს ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგება.
თავდაპირველად ის ცნობილი გახდა ფსევდონიმით RAVING GEORGE. მან კარგად იცოდა, რომ სფერო, რომელშიც თავი უნდა დაემკვიდრებინა , მამაკაცი არტისტები დომინირებდნენ და შესაბამისად სურდა მსმენელის ყურადღება არა გენდერის განსაზღრებით, არამედ შემოქმედებით დაემსახურებინა. მამაკაცის სახელით გამოშვებულ ჩანაწერებს მალევე მოჰყვა დაინტერესება ლეიბლებისა და ფესტივალებისგან, ხოლო 2015 წელს CHARLOTTE DE WITTE-ს გამოცემული სადებიუტო ალბომი , “Weltschmerz “-მა საშუალება მისცა, მყარად დაემკვიდრებინა თავი ელექტრონული მუსიკის სცენაზე.
Minimal და acid ტექნოს ჟღერადობით, 2022 წლისთვის მის სახელზე უკვე 25-მდე სინგლისა და ალბომის ჩანაწერია. შარლოტა ასევე ლეიბლ „KNTXT“-ის დამფუძნებელი და BBC RADIO 1-ის შოუების სერიას ხელმძღვანელობს. FORMULA 1-თან თანამშრომლობის შედეგად კი დღესდღეობით, ერთ-ერთ ყველაზე აქტიური და შემოქმედებითი არტისტის რეპუტაციას ინარჩუნებს.
შარლოტათან ერთად, 24 სექტემბრის ღამეს სცენაზე ასევე დაუკრავენ, ინდუსტრიის ახალი და გამორჩეული სახეები, როგორებიც არიან LY SAS და 3AM.