fbpx

„დროსთან კოლაბორაცია“ – თინა ატამის ერთნამუშევრიანი გამოფენა


გააზიარე სტატია

ყველაფერი გადასაყრელი ძალიან ძვირფასია. ყველა ნივთი მომავალში გადასაყრელი იქნება. წარსულშიც ყველაფერი ძვირფასი გადაყარეს.

თინა ატამი ქართველი ხელოვანია, რომელმაც მისსავე სადარბაზოში ერთნამუშევრიანი გამოფენა წარადგინა.

თინა ატამი: „მგონია, რომ არაა საჭირო გამოაცხადო რომ გამოფენა გაქვს, მაშინ როცა დღეს ყველაფერი გამოფენაა. ინსტალაციაში გადამუშავებული , ძველი და გამოუსადეგარი ნივთები მაქვს გამოყენებული და თავიანთი ძველი არა, მაგრამ ახალი ფუნქციით წარმოდგენილი.

ძველი არ ნიშნავს გადასაგდებს, ეს ისტორიაა, რომელზეც დაშენებულია ყველაფერი ახალი. ჩემი სახლის სადარბაზო გახდა ამ გამოფენის ინსპირაცია, როგორც ძველზე ახლის დაშენების და ძველში ახლის წარმოქმნის სიმბოლო.

ეს ყველაფერი ბუნებრივია. მე თუ არ ჩამოვკიდებდი მიკროსქემებზე ნახატს , მომავალში შეიძლება ქარს მიეკრა დედაპლატა ამ კედლის ნანგრევზე, დააწვიმდა, გატალახიანდებოდა და თავისით წარმოიქმნებოდა ნამუშევარი. მგონია, რომ ადრე თუ გვიან ქარი და წვიმა მინიმალური ენერგიის დახარჯვით ჩემზე უკეთეს ინსტალაციას შექმნიდნენ.“

 

გამოფენის მისამართი: თინა ატამის სადარბაზო. თბილისი, მაყაშვილის 18.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.