მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 24 სექტემბერს გაიხსნება
კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში წელს 24 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.
მსმენელის წინაშე წარდგებიან გამოჩენილი პიანისტები ელისო ვირსალაძე და დანგ ტაი შონი, ასევე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები მევიოლინეები სტელა ჩენი, ტიმოთი ჩოი და ანდრეი ბარანოვი, ჩელისტები ალექსანდრ რუდინი, ალექსეი შადრინი და ალექსანდრ რამი.
საფესტივალო ორკესტრს, რომლის შემადგენლობაში თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის და უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები იქნებიან, უდირიჟორებს ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი არიელ ცუკერმანი.
ფესტივალის ფარგლებში თელავის ისტორიულ მუზეუმში მოეწყობა „საუბრები მუსიკაზე“ რევაზ ტაკიძის, დინი ვირსალაძის და თამარ გვერდწითელის მონაწილებით. და, როგორც ყოველთვის, სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ გამოჩენილი მუსიკოსები.
ჩვენი მხარდამჭერები: STEINWAY&SONS; თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“; ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი; თელავის დრამატული თეატრი; თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო კოლეჯი; თელავის მერია; საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი; ჟურნალი „კულტურა პლუსი“; რადიო 1; რადიო „ფორტუნა“; საინფორმაციო სააგენტო GHN; AT.ge; სასტუმრო „თელა“; სასტუმრო „ალაზნის ველი“.
ბილეთები იყიდება: https://biletebi.ge/telavimusicfest
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 2022. პროგრამა:
24 სექტემბერი, 19:00 სთ
- თელავის დრამატული თეატრის დარბაზი
- ფესტივალის გახსნა
- საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი არიელ ცუკერმანი
- სოლისტები – დანგ ტაი შონი, სტელა ჩენი
- პროგრამა:
- ბრამსი – კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის თხზ. 77 რე მაჟორი
- შოპენი – კონცერტი №2 ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის თხზ. 21 ფა მინორი
25 სექტემბერი, 19:00 სთ
- თელავის დრამატული თეატრის დარბაზი
- ინსტრუმენტული კონცერტების საღამო
- საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი არიელ ცუკერმანი
- სოლისტები – ტიმოთი ჩოი, ალექსეი შადრინი
- პროგრამა:
- ბეთჰოვენი – კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის თხზ. 61 რე მაჟორი
- დვორჟაკი – კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის თხზ.104 სი მინორი
29 სექტემბერი, 19:00 სთ
- თელავის დრამატული თეატრის დარბაზი
- კამერული მუსიკის კონცერტი
- ელისო ვირსალაძე, ანდრეი ბარანოვი, ალექსანდრ რუდინი
- პროგრამა:
- მოცარტი – საფორტეპიანო ტრიო სოლ მაჟორი K.V. 564
- ჩაიკოვსკი – საფორტეპიანო ტრიო ლა მინორი თხზ. 50
1 ოქტომბერი, 19:00 სთ
- თელავის დრამატული თეატრის დარბაზი
- ფესტივალის დასკვნითი კონცერტი
- საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი არიელ ცუკერმანი
- სოლისტები:
- ელისო ვირსალაძე, ალექსანდრ რამი
- პროგრამა:
- დვორჟაკი – სიმფონია № 7 რე მინორი თხზ. 70
- შუმანი – კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისთვის თხზ. 129 ლა მინორი
- შოპენი – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის №1 თხზ. 11 მი მინორი
1,203 total views, 3 views today