fbpx

Tbilisi Gastro Week – პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალი საქართველოში


გააზიარე სტატია

Tbilisi Gastro Week – პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალი საქართველოში 26 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლის გაიმართება.

პროექტის მიზანია Gastro Week-ის სტუმრებისთვის დაუვიწყარი, ექსტრავაგანტური და უნიკალური გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნა, გასტრონომიის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის კი – ახალი პერსპექტივების გაჩენა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე – საერთაშორისო გასტროტურიზმის მიმართულებით.

კვირეულის ფარგლებში მსოფლიოში გამორჩეული, მიშლენის მიერ აღიარებული შეფები საუკეთესო ქართველ შეფებთან ერთად გვიმასპინძლებენ.

საქართველოს ეწვევიან: ჟოაო ოლივეირა – პორტუგალია, 1 მიშლენის ვარსკვლავი; მაურიციო ზილო – ბრაზილია, მიშლენის 1 ვარსკვლავი; ჯანინა რუედა – ბრაზილია, სამხრეთ ამერიკის ყველაზე პოპულარული შეფი; მაკსუტ ასკარი – თურქეთი, Neolokal-ის დამფუძნებელი; ვოლოდიმირ იაროსლავსკი – უკრაინა, კიევური Chef’s Table-ის ბრენდშეფი; კრისტიან ბრასკ ტომსენი – დანია, გასტრონომიის ექსპერტი და ინდუსტრიის კომუნიკაციების გურუ.

4 და 6 კერძისგან შემდგარ, უნიკალური ვახშმებს, მსოფლიოში გამორჩეული შეფები საუკეთესო ქართველ შეფებთან ერთად მოამზადებენ: თეკუნა გაჩეჩილაძე, ირაკლი ასათიანი, მიშა ავსაჯანიშვილი, ერეკლე ღონღაძე, თამთა კიკალეიშვილი, გიორგი სარაჯიშვილი. თითოეულ კერძს სომელიე ექსკლუზიურად შერჩეულ, ქართულ ღვინოს შეუხამებს.

Tbilisi Gastro Week 26 სექტემბერს ექსკლუზიური კინო-ჩვენებით გაიხსნება, რომელიც მოგვითხრობს ისტორიებს როგორც კულინარიული ტაძრების გრანდიოზული მენიუდან, ასევე მიშლენის გიდის მნიშვნელობაზე გასტრონომიის ოქროს ხანაში.

30 სექტემბერს Tbilisi Gastro Week უკრაინის მხარდასაჭერ, საქველმოქმედო ვახშმს გამართავს. საქველმოქმედო ვახშმის წამყვანი კიევის საკრებულოს დეპუტატი, გარემოსდაცვითი პოლიტიკის მუდმივი კომიტეტის მდივანი, ევგენია კულებაა. შემოსული თახნა გადაირიცხება უკრაინულ ფონდ “მისტო-სად”-ში.

უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო ვახშამს უკრაინელი შეფი, ვოლოდიმირ იაროსლავსკი წარმოგვიდგენს.  კვირეულის ფარგლებში ჩატარდება ვორქშოფები ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებისთვის.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.