fbpx

გამოფენა “პერსპექტივათა პალიტრა” – გალერეა Dissolution


გააზიარე სტატია

გალერეა Dissolution და F37 წარმოგიდგენთ გამოფენას – პერსპექტივათა პალიტრა.

 

გამოფენა „პერსპექტივათა პალიტრა“ საუბრობს ადამიანის მარტოობის თანამედროვე  არსზე, აჩქარებული გარე სამყაროსა და კონსუმერიზმის პირობებში. ჩვენ ვსვამთ აბებს დასაძინებლად, იმისთვის, რომ ვიყოთ ჰარმონიაში და არ დავინახოთ თავი ისე მარტოსული და დაკარგული, როგორებიც სინამდვილეში ვართ. ეს გვხდის უფრო ჩაკეტილს, ტრავმირებულსა და კიდევ უფრო დაკარგულს, ვიდრე ადრე. თითქოს ბედნიერი ცხოვრების „სიმბოლოებით“ ვართ გარშემორტყმულნი და უფრო და უფრო ვშორდებით საკუთარ თავს.

მაგრამ, ეს მართლაც ასეა? გახშირდა  მარტოობა თუ ეს, უბრალოდ, ის მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანები ყოველთვის განიცდიდნენ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე? იქნებ ახლა, უბრალოდ, უფრო მეტად ვართ მიდრეკილნი, ამოვიცნოთ პრობლემა და ვისაუბროთ მის შესახებ? იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ, ჭიქა ნახევრად სავსეა თუ ნახევრად ცარიელი, მოდით, შევხედოთ მას ქვემოდან. მოდით, შევხედოთ სამყაროს სხვა კუთხით.

ეს შოუ არის F37-ის რეზიდენტების უახლესი ნამუშევრების კოლექცია სამ ფორმატში – ფოტო-პრინტები, ზინები და ვირტუალური პროექტები, რომლების ნახვასაც QR კოდების საშუალებით ვიზიტორები თავიანთ ეკრანებზე შეძლებენ.

 

არტისტები:

  • F37-ის რეზიდენტები – ფიდან ნაზიმქიზი, კამილ აბასზადე, ემინ მატერსი, ლალი ბინიატოვა, შარაფ ნაგიევა;
  • მოწვეული არტისტები – დევიდ ფაინშტაინი, გვანცა  ცხოვრებაშვილი და ნიკა ერგემლიძე.

 

კურატორები:

  • შარაფ ნაგიევა
  • ემინ მატერსი

 

გამოფენა გრძელდება 13 ოქტომბრამდე,

კეკელიძის ქუჩა 1-ელი, შემოსასვლელი ფალიაშვილის მხრიდან.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.