fbpx

Hennessy x NBA – ახალი ლიმიტირებული ბოთლის პრეზენტაცია


გააზიარე სტატია

“Official Spirit of the NBA” ანუ ყველაზე ცნობილი ფრანგული კონიაკის სახლი Hennessy და კალათბურთის ეროვნული ასოციაცია (NBA) 2021 წლიდან გლობალური მასშტაბის პარტნიორები არიან, რომლის ფარგლებშიც საერთო ფასეულობების გათვალისწინებით ცდილობენ განსხვავებული ადამიანების გაერთიანებას.

პარტნიორობის ფარგლებში, კონიაკის სახლი კალათბურთისა და კონიაკის მოყვარულებს ყოველწლიურად Hennessy NBA-ს ახალ ლიმიტირებულ გამოშვებებს სთავაზობს, რომლებიც შთამაგონებელი დიზაინით გამოირჩევა და კალათბურთის ბურთთან არის ასოცირებული.

7 ოქტომბერს ”რესპუბლიკაში” სწორედ ჰენესის ახალი ლიმიტირებული გამოშვების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება გაფორმებული იყო კალათბურთის თემატიკით შთაგონებული ორიგინალური დეკორაციებით, რომლის მიმდინარეობისას, სპეციალური ლაივით ქართველი მუსიკოსები ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე წარდგნენ სტუმრების წინაშე. მოგვიანებით, ღონისძიებას კიდევ უფრო ხალისიანი და ენერგიული განწყობა შესძინა DJ ლევან აბაშიძემ.

ღონისძიებაზე დამსწრებ სტუმრებს  საშუალება ჰქონდათ კიდევ ერთხელ აღმოეჩინათ ყველასათვის კარგად ნაცნობი Hennessy VS-ის დახვეწილი გემო და კოქტეილები, გაეხალისებინათ საღამო და კალათბურთის თამაშში შეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

ახალი ჰენესის ლიმიტირებული გამოშვების შეძენა შეგიძლიათ ალკორიუმებში ან MH-ის მაღაზიაში WOLT-ზე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.