fbpx

Sooley & Co. – ინსპირაცია ღვინის ბოთლში – ღვინის მოყვარულებისა და სიახლეების მაძიებლებისთვის


გააზიარე სტატია

Sooley & Co. – ღვინო ინსპირაციისთვის

AT.ge Sooley & Co.-ის კრეატიულ დირექტორს და თანადამფუძნებელს, ლევან ჩიკვაიძეს ესაუბრა.

“ღვინის შექმნის ინსპირაცია არის სულიკო – ძიების ყველაზე ცნობილი ისტორია. როგორც ლექსის მოქმედი გმირი ეძებს სულიკოს,  საყვარელ ადამიანს, ასევე ეძებს შემოქმედებითი ადამიანი, რომელსაც რაღაც ახლის შექმნა სურს – ინსპირაციას”

ღვინო ყველა მოვლენის  ეპიცენტრშია, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ეს არის ენერგეტიკის მომცემი სითხე, სწორედ ამიტომ შეიქმნა ბრენდი, რომელიც მომხმარებელს იმ ენერგიას მიანიჭებს, რომლის ძიებაშიცაა.

ღვინო იქნება თეთრი და წითელი – რქაწითელი და საფერავი. 

გუნდმა, რომელმაც Sooley & Co. შექმნა, 2 წლის წინ დააფუძნა  ქართული ბრენდი Charles Rullo – ჭაჭა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ ბარებში. 

ღვინო ალკოჰოლური სასმელია, რომელსაც საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს – ღვინის სამშობლოში სხვა უფრო უკეთესი რა შეიძლება იყოს?!

Sooley & Co. ბავშვობის მეგობრებმა შექმნეს: ლევან ჩიკვაიძე – კრეატიული დირექტორი და თანადამფუძნებელი, ლევან ტურძელაძე – გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი და გიორგი წურწუმია – თანადამფუძნებელი. ეს გუნდი განსაკუთრებული სინერგიით მუშაობს და ქმნის ისეთ ბრენდს, რომელიც მომხმარებელს თავს აუცილებლად შეაყვარებს. 

ლევან ჩიკვაიძე: “ბრენდის მიზანი,  კრეატიული  ადამიანების გაერთიანების გარდა, ამ ნიშაში  წარმატების მიღწევა  და ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ექსპორტზე გასვლაა”.

პროდუქტის ავტორებისთვის ხარისხი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რითაც გამორჩეულები იქნებიან და კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ, თუ რამდენად დიდი პოტენციალი აქვს ქართული ყურძნის ჯიშებს.

ვიზუალურ იდენტობაზე იმუშავეს მაშო ნარტყოშვილმა და მეკო ჭიკაძემ.

Charles Rullo-ის და Sooley & Co.-ის დამფუძნებლებმა ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე ჩაკ ბარი გახსნეს, სადაც როგორც ჭაჭის და ღვინის, ასევე  მრავალფეროვანი კოქტეილების დაგემოვნება შეგიძლიათ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.