თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 4 დეკემბერს დაიწყება
თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი სტარტს 4 დეკემბერს აიღებს და 11 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალი 19:00 საათზე გაიხსნება და მას პოლონელი რეჟისორი, ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი აგნეშკა ჰოლანდი დაესწრება.ნაჩვენები იქნება მისი ფილმი “მისტერ ჯონსი” (2019 წ.). ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება კი 10 დეკემბერს გაიმართება. დახურვაზე წარმოდგენილი იქნება რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმი – “როქსი” (2022 წ.).
დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები და მათ გადაეცემათ ფესტივალის პრიზი – ოქროს პრომეთე.
საკონკურსო ფილმებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები დასახელდებიან შემდეგ ნომინაციაში:
- საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი,
- საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი,
- საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ,
- საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ;
რაც შეეხება ჟიურის, მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს სხვადასხვა შემადგენლობა შეაფასებს.
მხატვრული ფილმების ჟიური:
- ჯული ბერტუჩელი (საფრანგეთი)
- ენცო პორჩელი (იტალია)
- სადაფ ფოროღი (ირანი)
დოკუმენტური ფილმების ჟიური:
- ალის აგნესკირხნერი (გერმანია)
- ჰარუტუნ ხაჩატრიანი (სომხეთი)
- ოლენა იერშოვა (უკრაინა)
ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 6 სრულმეტრაჟიანი და 10 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. ასევე 8 სრულმეტრაჟიანი და 7 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.
მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო ჩამონათვალი ასეთია:
A Room of my Own ჩემი ოთახი – Ioseb (Soso ) Bliadze, Georgia/Germany,
And the Sun Rises და მერე გათენდა – Dito Tsintsadze, Georgia, 2022,
Inconceivable Light აღუქმელი ნათება – Anna Sarukhanova, Georgia, 2022,
The Beautiful Helen მშვენიერი ელენე – George Ovashvili, Georgia/ Turkey/ France 2022
The Drummer დრამერი – Kote Kalandadze, Georgia, 2022,
The Long Break დიდი შესვენება – Davit Pirtskhalava, Georgia, 2022, 110
საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი წარმოადგენს ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს შემდეგ სექციებში:
- ევროპული ფორუმი
ევროპული ფილმების სექციაში საინტერესო როლს ითამაშებს
Triangle of Sadness სევდის სამკუთხედი – Ruben Östlund, Sweden/UK/USA/France, რომელმაც დაიმსახურა კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო- ოქროს პალმის რტო, საუკეთესო ფილმისთვის და მაყურებელთა რვაწუთიანი ოვაცია.
Pacifiction პასიფიქცია – Albert Serra, France/Spain/Germany/Portugal, 2022
Leonora Addio მშვიდობით, ლეონორა – Paolo Taviani, Italy, 2021, 90’
Lord of the Ants ჭიანჭველათა ბატონი – Gianni Amelio, Italy, 2022, ამ ფილმში ვიხილავთ ნანი მორეტის სამსახიობო ოსტატობას.
- ოსკარის მაძიებლები
- ჰორიზონტები
- დამზადებულია გერმანიაში
გერმანული სექციიდან საინტერესო ნამუშევარს წარმოადგენს წამომყევი კინოში – გრეგორები, რომელიც მოგვითხრობს თუ როგორ შეძლეს ერიკა და ულრიხ გრეგორებმა 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, ბერლინში, ომისშემდგომ გერმანიაში კინოს დისკურსის ჩამოყალიბება. Ამ ადამიანების ტიტანური შრომის გარეშე დღეს, არსენალი და ფორუმი არ იარსებებდა.
Come With Me to the Cinema – The Gregors – წამომყევი კინოში – გრეგორები – Alice Agneskirchner, Germany, 2022,
- ქვეყანა ფოკუსში – რუმინეთი
- უკრაინა: თავისუფლების ფერები
- რეჟისორი ფოკუსში – აგნეშკა ჰოლანდი
- ინიციატივა DOCA
DOCA-ს სექციიდან ალბათ მაინც გამოირჩევა
Fragments of Paradise სამოთხის ფრაგმენტები – KD Davison, USA, 2022,98’
- აპოლო: კინოს მეხსიერება
ცალკე აღნიშვნის ღირსია ეს პროგრამა, რომელიც დიდი ალბათობით, პიერ პაოლო პაზოლინის 100 წლისთავისთვის არის მიძღვნილი.
La Rabbia di Pasolini მრისხანება – Pier Paolo Pasolini, Italy, 1963
Medea მედეა – Pier Paolo Pasolini, Italy/France/Germany, 1969
Oedipus Rex ოიდიპოს მეფე – Pier Paolo Pasolini, Italy/Morocco, 1967,
The Big City დიდი ქალაქი – Satyajit Ray, India, 1963, 122’
- განსაკუთრებული სეანსები
- ქართული პანორამა
თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების პროექტების წარდგენას ინდუსტრიულ პლატფორმაზე. თითოეულ კატეგორიაში წინასწარ შეირჩევა მაქსიმუმ 7 პროექტი. შერჩეული პროექტების საჯარო წარდგენა (ფიჩინგი) ჩატარდება 8 და 9 დეკემბერს. პროექტებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდება 10 დეკემბერს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიალზე.
საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გასცემს პრიზს – “ადამიანის უფლებები კინოში”. აღნიშნული ჯილდო დაწესდა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება. ფესტივალის ფარგლებში ადამიანის უფლებების საუკეთესოდ ამსახველ თემატიკაზე ნომინირებულია 10 ფილმი, რომელთაგან ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ფილმი დაჯილდოვდება ევროკავშირის პრიზით. დაჯილდოება მოხდება 10 დეკემბერს, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე. ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ “ამირანში”.
ბილეთების გაყიდვა დაიწყება 1-ელ დეკემბერს. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორია კინოხელოვნების ცენტრი “პრომეთე”. თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ქალაქ თბილისის მერია, გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, რუმინეთის კულტურის ინსტიტუტი, შვედეთის საელჩო, ისრაელის საელჩო, იტალიის საელჩო, ესპანეთის საელჩო, შვეიცარიის საელჩო, ავსტრიის საელჩო, რუმინეთის საელჩო, ბრაზილიის საელჩო, ევროკავშირი.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური სპონსორია – TBC კონცეპტი და მასტერქარდი.
სპონსორები არიან: სასტუმრო “პულმანი”,Terminal • ტერმინალი, VISMINO და “ბორჯომი”.
“თიბისი კონცეპტის” მომხმარებლები 28 ნოემბრიდან შეძლებენ აბონიმენტის ყიდვას კონცეპტ ასისტენტის მეშვეობით. 1 დეკემბრიდან ბილეთები გაიყიდება: tkt.ge და ამირანის სალაროებში.