fbpx

ტიმ ბარტონის „Wednesday“ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა


გააზიარე სტატია

„Wednesday“ Netflix-ის ახალი სერიალია, რომელზეც ლეგენდარულმა ამერიკელმა კინორეჟისორმა, ტიმ ბარტონმა იმუშავა. 

სერიალი ადამსების ცნობილი ოჯახის ისტორიებზეა დაფუძნებული, რომელიც ამავე სახელწოდების ნაწარმოებიდან – „The Addams Family“ რამდენიმე ათეული წლის წინ გავიცანით.  

ამ შემთხვევაში, 8 სხვადასხვა ეპიზოდის მთავარ გმირად ადამსების ოჯახის ერთ-ერთ წევრი, მორტიშა და გომეს ადამსების ქალიშვილი, უენსდეი გვევლინება, რომლის როლსაც 20 წლის მსახიობი ჯენა ორტეგა ასრულებს. 

საკვანძო პერსონაჟების ამპლუაში სხვა ცნობილი ვარსკვლავებიც გვევლინებიან – კეტრინ ზეტა-ჯონსი, რომელიც მომხიბლავი და იდუმალი მორტიშას როლს ირგებს. ლუის გუსმანი კი გომეს ადამსის როლშია. 

„Wednesday“-ის დებიუტის დღიდან, სულ რაღაც ორი კვირა დასჭირდა, რომ Netflix-ის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი გამხდარიყო 23 ნოემბერს შოუ უკვე მესამე ადგილს იკავებდა ნახვებით ინგლისურენოვან სერიალებს შორის და კონკურენციას უწევდა პოპულარული სერიალის, “Stranger Things”-ის მეოთხე სეზონსაც კი. 

 

4 დეკემბერს კი შოუ ინგლისურენოვან სექციაში ათეულის სათავეში მოექცა:

სერიალის სიუჟეტი ნევერმორის აკადემიაში ვითარდება, სადაც „გარიყულები“ სწავლობენ. მშობლების გადაწყვეტილებითა და ახალი სკოლით უკმაყოფილო უენსდეი კი თანამზრახველ ხელთან ერთად აკადემიიდან გაქცევას გეგმავს. მთავარი გმირი უეცრად საკუთარ თავში ზებუნებრივ ძალას აღმოაჩენს, რომლის დახმარებითაც ძალიან რეალური ხილვები აქვს –  ხილვებში ნანახით აღშფოთებული გოგო კი გაქცევას გადაიფიქრებს და წარსულში, წინაპრების მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ცდილობს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.